მთავარი საქართველო აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.

ელჩი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკოსებს, სასამართლო რეფორმასთან და ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებული განცხადებები სერიოზულად განიხილონ. მისივე თქმით, სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რასაც ამერიკა საპასუხოდ იყენებს.

“სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია და თქვენ ნახეთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებებში, რომ ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე, რაც ჯერ არ შემდგარა და სწორედ ამიტომ ვართ იმედგაცრუებულები ამ მოსამართლეების დანიშვნით. პარლამენტს შეეძლო დროებით შეეჩერებინა ეს პროცესი. აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, ნაჩქარევად გაკეთებული არ არის. ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოგზავნილი შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რომელიც სერიოზულად უნდა  განიხილონ და არ უნდა უგულებელყონ”, – განაცხადა ელჩმა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend