მთავარი მსოფლიო „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ მიგრანტებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა

„ამნესტი ინტერნეიშენალმა“ მიგრანტებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალის“ მიერ გამოქვეყნებულ 50-გვერდიან ანგარიშში მიგრანტების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის ფაქტების შესახებაა საუბარი. ანგარიშში ასევე გააკრიტიკეს ევროკავშირიც, რომელიც მიგრანტების გადაადგილების გასაკონტროლებლად ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურთან თანამშრომლობს.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ დაგმო იმ  მიგრანტებთან დაკავშირებული დარღვევები,  რომლებსაც ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას, ევროპული ქვეყნების მხარდაჭერით, ლიბიაში აბრუნებენ.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ 50-გვერდიან ანგარიშში წარმოდგენილია ახალი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვით, მიგრანტი მამაკაცები, ქალები და ბავშვები სექსუალური და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, როდესაც მათ იძულებით ჩრდილოეთი აფრიკის ქვეყნის დაკავების ცენტრებში ამწესებენ. ანგარიშში ასევე უარყოფითად არის შეფასებული ევროკავშირის მხარდაჭერა მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.

ახალი მტკიცებულებები 14-დან 50 წლამდე ასაკის 53 მიგრანტის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. ეს მიგრანტები ნიგერიიდან, სომალიდან და სირიიდან არიან. ვისთანაც გასაუბრება მოხერხდა, მათი უმეტესობა ან ბანაკიდან გაიქცა, ან ტელეფონით სარგებლობის საშუალება ჰქონდა.

იტალია და ევროკავშირი უკვე წლებია, აფინანსებენ, ტრენინგს უტარებენ და ეხმარებიან სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს, რომ შეაჩერონ მიგრანტების გადასვლა ხმელთაშუა ზღვაზე.

წელს ჩრდილოეთი აფრიკიდან ევროპაში მოსახვედრად გამგზავრებული დაახლოებით 900 მიგრანტი დაიღუპა. როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, წელს იანვრიდან ივნისის ჩათვლით 13 000-ზე მეტი მიგრანტი ლიბიაში დააბრუნეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend