მთავარი ევროპა საბერძნეთი საბერძნეთში ,,დელტა" შტამის სწრფად გავრცელების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები დააწესა

საბერძნეთში ,,დელტა” შტამის სწრფად გავრცელების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები დააწესა

15 ივლისიდან საბერძნეთში რესტორნები, ბარები და ღამის კლუბები შიდა სივრცეებში მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ სტუმრებს მიიღებს.

ქვეყანაში ,,დელტა” შტამის სწრფად გავრცელების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები დააწესა.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში ტურიზმის სექტორის აღდგენას იმედის თვალით უყურებდნენ, პანდემია კვლავ დამაბრკოლებელ ბარიერად რჩება უცხოელი ტურისტებისთვის.

რთული ვითარებაა საბერძნეთის სასტუმროებშიც, რომლებსაც ყოველდღიურად მხოლოდ რამდენიმე ვიზიტორი სტუმრობს.

ტურიზმის ექსპერტების თქმით, ამ სეზონისთვის მთავარი ვაქცინაციაა. საბერძნეთში თავიდან ვაქცინაციის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა,  მაგრამ ამ ბოლო დროს საზოგადოების აქტიურობა შემცირდა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend