მთავარიმსოფლიო2035 წლისთვის ევროკომისია ვარაუდობს, რომ კომპანიები შეწყვეტენ დიზელისა და საწვავის მანქანების გაყიდვას

2035 წლისთვის ევროკომისია ვარაუდობს, რომ კომპანიები შეწყვეტენ დიზელისა და საწვავის მანქანების გაყიდვას

დროა, მწვანე ოცნებები რეალობად იქცეს.

ევროკომისიამ წარმოადგინა საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი, რომელიც 2030 წლისთვის გამონაბოლქვის 55% -ით შემცირებას გულისხმობს.

შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის  შვიდი კომისარი, მათ ათეულობით ინიციატივა წარმოადგინეს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ევროპაში ცხოვრების, წარმოებისა და ვაჭრობის წესები, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ.

“ევროპა ახლა პირველი კონტინენტია, რომელმაც წარმოადგინა ყოვლისმომცველი გეგმა კლიმატთან დაკავშირებული ამბიციების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი, მაგრამ ახლა ჩვენ გაჩვენებთ იმ გზას, რომელიც ამაში დაგვეხმარება. ჩვენი პაკეტი მიზნად ისახავს გამონაბოლქვების შემცირებას. ამისთვის კი უამრავი ცვლილებაა საჭირო“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ეს გეგმის ძირითადი პუნქტები გახლავთ.

მთავარი საკითხია, რომ იმ სექტორებს, რომლებიც გარემოს სერიოზულად აბინძურებენ, გადასახადი უნდა დაეკისროთ.

გადასახადი  დაწესდება  ფოლადის ან ცემენტის იმპორტისთვისაც.

ეს ხელს შეუწყობს ისეთი განახლებადი ენერგიების განვითარებას, როგორიცაა მზის ან ქარის ენერგია, და, ამავდროულად, განავითარებს მწვანე მობილობას.

იმის გამო, რომ ამ გეგმის განხორციელება, სავარაუდოდ, გამოიწვევს ენერგიის ფასის ზრდას მოქალაქეებისთვის, ევროკავშირი აპირებს შექმნას სოციალური კლიმატის ფონდი, რათა თავიდან აიცილოს ხალხის უკმაყოფილება.

რასაკვირველია, ამ ცვლილებებს ყველა სექტორზე ექნება გავლენა.

2035 წლისთვის ევროკომისია ვარაუდობს, რომ კომპანიები შეწყვეტენ დიზელისა და საწვავის მანქანების გაყიდვას და მათ ელექტრომობილებით ჩაანაცვლებენ.

ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია გრძელი პროცესისა, რომელიც მინიმუმ ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ პარლამენტი და წევრი სახელმწიფოები დღის წესრიგში ახალ ცვლილებებს არ დააყენებენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend