ოთხმა ტელეკომპანიამ, რომლებსაც პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა 24 საათით ჰქონდათ შეჩერებული, მუშაობა განაახლეს.
მედიის წარმომადგენლები მოითხოვენ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს ყველა, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ იძალადა.
მედიის პროტესტი მოძალადეების მიერ 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა.
შაბათს, 17 ივლისს, 18:00 საათზე, მედიის წარმომადგენლები, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას განაახლებენ.