მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო სეზონური მუშახელის ნაკლებობის გამო ბრიტანეთში მოსავალი ვერ აიღეს

სეზონური მუშახელის ნაკლებობის გამო ბრიტანეთში მოსავალი ვერ აიღეს

ბრექსიტისა და პანდემიის გამო დიდ ბრიტანეთში სეზონური მუშახელის დეფიციტი შეიქმნა. ყოველწლიურად ხილის დასაკრეფად ბრიტანეთში აღმოსავლეთი ევროპიდან ათასობით ადამიანი ჩადიოდა. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო ეს შეუძლებელი გახდა, რის გამოც ბრიტანელი ფერმერების მოსავალი დაუკრეფავი დარჩა.

“ეს წიწაკა უკვე დაკრეფილი უნდა იყოს, მაგრამ ამის გასაკეთებლად კიდევ სამი დღე დაგვჭირდება.“

ჯერარდ ვონკი 33 წელი წიწაკის დასაკრეფად აღმოსავლეთი ევროპიდან ჩამოსულ სეზონურ მუშახელს ქირაობდა.

„შეხედე, ნაყოფი სრულიად წითელია.“

„ამ ადამიანებისთვის ბრიტანეთში ჩამოსვლა ძალიან გართულდა. ბევრი შეზღუდვაა დაწესებული, რაც ბევრ ბიზნესს პრობლემებს უქმნის.“

ქვეყანაში მკრეფავების დეფიციტია. ნაყოფი ზედმეტად მწიფდება. შარშანდელთან შედარებით, აქ 72 ადამიანით ნაკლები მუშაობს.

„ასეთ პირობებში შეძლებთ მუშაობის გაგრძელებას?“

„რა თქმა უნდა, ვერა, თუ არაფერი შეიცვალა ბიზნესი ძალიან დაზარალდება.“

ინგლისის სამხრეთი სანაპიროს მახლობლად უზარმაზარ ფართობზე სათბურებია გაშენებული. აქაც წიწაკა მოჰყავთ. ადრე მათ სამ დღეში ერთხელ კრეფდნენ. ახლა კი ამის გაკეთება უფრო იშვიათად უწევთ.

„ელოდით თუ არა, რომ ასე მოხდებოდა?“

„რაღაც მოლოდინი არსებობდა, თუმცა ასეთ რადიკალურ ცვლილებას არ ველოდი. ბიზნესში დასაქმებული ადამიანები გაოცებას ვერ მალავენ“, – ამბობს ფერმერი მარკ ნაითი.

შექმნილი ვითარების გამო ბრიტანული სუპერმარკეტების წარმომადგენლებმა შეიძლება პროდუქტი ადგილობრივი ფერმების ნაცვლად ევროკავშირისგან შეისყიდონ.

„ამ ფერმაზე მილიონამდე დაუკრეფავი ყაბაყია. 150 ტონა ბოსტნეულს გაფუჭება ემუქრება. მათი დამკრეფი არავინაა. თუ ასე გაგრძელდა, ბრიტანულ ფერმებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.“

ბრექსიტისა და პანდემიის გამო სეზონური მუშახელის დაბრუნება თითქმის შეუძლებელი გახდა.

„თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვამ დამღუპველი გავლენა მოახდინა არა მარტო აგრონომიასა და მეხილეობაზე, არამედ ყველა სფეროზე, რომლებშიც უცხოელი მუშახელი იყო დასაქმებული“, – ამბობს ფერმერი ჯულიან მარქსი.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ისინი უზრუნველყოფენ სეზონური მუშახელის დაბრუნებას. თუმცა, ფერმერები ამ პროცესს ეჭვის თვალით უყურებენ.

უახლესი

სხვა ამბები

სეზონური მუშახელისეზონური მუშახელი

Send this to a friend