მთავარიამერიკაკუბაჰავანაში პოლიციის დიდი დანაყოფები დედაქალაქში პატრულირებენ

ჰავანაში პოლიციის დიდი დანაყოფები დედაქალაქში პატრულირებენ

კუბის დედაქალაქ ჰავანაში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ პოლიცია კვლავ მობილიზებულია. აქციებზე პანდემიის დროს საკვების დეფიციტსა და გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ  კუბელები ამ აქციით თავიანთ  უფლებებს იცავენ.

„სამშვიდობო პროტესტს რეპრესიები და ძალადობა დაუპირისპირეს. ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაცია გვერდით უდგას კუბელ ხალხს და მსოფლიო მასშტაბით იმ ადამიანებს, რომლებიც ადამიანთა უფლებებს იცავენ და თავიანთ მთავრობებს მოუწოდებენ, მოუსმინონ და ხალხს ემსახურონ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

კვირის საპროტესტო გამოსვლებზე ხალხმა წლების განმავლობაში პირველად გამოხატა ანტისამთავრობო განწყობა. კუბის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას საპროტესტო აქციებისკენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები კუბელები, სოციალური მედიის საშუალებით აქეზებდნენ.

ხელისუფლება საპროტესტო მუხტის ჩახშობას ცდილობს.

ათობით დემონსტრანტი დააკავეს. ქვეყანაში ინტერნეტიც გათიშეს, რომ აქტივისტებს ერთმანეთთან კომუნიკაცია შეეზღუდოთ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend