მთავარიევროპასაფრანგეთიბასტილიის დაცემის დღე

ბასტილიის დაცემის დღე

მეფემ იკითხა იყო თუ არა ეს აჯანყება, უპასუხეს რომ ეს რევოლუცია იყო

232 წლის წინ, საფრანგეთის მეფე, ლუი 16 – ე ნადირობიდან დაბრუნდა და მას სამეფოს დედაქალაქის ცენტრში მდებარე მმართველობის სიმბოლოზე, ბასტილიის ციხესიმაგრეზე, შეტევის შესახებ აცნობეს.

მეფემ იკითხა იყო თუ არა ეს აჯანყება, უპასუხეს რომ ეს რევოლუცია იყო.

ამ მოვლენამ ბიძგი მისცა ევროპის კონტინენტზე, როგორც იდეოლოგიურ და პოლიტიკურ წინსვლას ასევე აუსტერლიცს, ვაგრამს, ბოროდინოსა და ვატერლოოს.

მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდნენ ისტორიული მნიშვნელობის ფიგურები, რობიესპიერი, ტალეირანი და ნაპოლეონი.

ბასტილიის აღების შემდეგ მეფის საფრანგეთი კონსტიტუციურ მონარქიად გადაკეთდა შემდეგ რესპუბლიკად იქცა, ბოლოს კი იმპერიად.

ამ იმპერიის დამარცხებას კი 7 სამხედრო კოალიცია დასჭირდა.

იმპერია საბოლოო ჯამში დაეცა, მაგრამ კორსიკელის მიერ გატარებული სამხედრო რეფორმები მისმა მტრებმა შეისწავლეს და გაითავისეს, რევოლუციით მოტანილი სამართლებრივი და პოლიტიკური სულისკვეთება კი არ ჩამქრალა.

სწორედ ფრანგული რევოლუციის გამოძახილია 1848 წლის რევოლუციური ტალღა, რომელმაც ევროპის კონტინენტს გადაუარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend