ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, საჯაროდ დაგმონ ძალადობა. პრესსპიკერის, ნედ პრაისის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი თვალ-ყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
,,ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინსტრუმენტი, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ძალადობაზე მსოფლიოში. სანქციები ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია. როგორც იცით, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ, მაგრამ ვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ვადევნებთ. გვინდა, დავინახოთ, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.