მთავარისაქართველომედიის პროტესტი

მედიის პროტესტი

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართული ბრიფინგის დაწყებიდან რამდენიმე წამში მედიის წარმომადგენლებმა ტრიბუნასთან ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები მიიტანეს, სადაც ის ნაცემია და ამ გზით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვა მოქალაქეებზე ძალადობა.

ამის შემდეგ კი თამარ გაბუნიამ და ამირან გამყრელიძემ სიტყვით გამოსვლა სამძიმრით დაიწყეს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით ის არასდროს პასუხობს პოლიტიკურ კითხვებს თუმცა ამ შემთხვევაში გადაწყვიტა ეპასუხა, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მისი როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის აზრით ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებელი არის ყველა, დაწყებული მთავრობით, დამთავრებული საზოგადოებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend