მთავარი ევროპა შვეიცარია შევეიცარიაში 4000-ზე მეტი გამწვანებული სახურავია მოწყობილი

შევეიცარიაში 4000-ზე მეტი გამწვანებული სახურავია მოწყობილი

როგორც ირკვევა, შვეიცარიაში მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა ე.წ. მწვანე სახურავების რაოდენობით. წამოწყებას საფუძველი 1995 წელს ჩაეყარა და ის  დღემდე გრძელდება. გარემოს დამცველების ინფორმაციით, ბაზელში ამჟამად დაახლოებით 4000-ზე მეტი გამწვანებული სახურავია.

შვეიცარიაში ბაზელ-შტადტის კანტონის მშენებლობისა და ტრანსპორტის დეპარტამენტი ქალაქის მასშტაბით შენობების სახურავების გამწვანებას ერთგვარ მოზაიკას უწოდებს. ციურიხის უნივერსიტეტის ურბანული ეკოლოგიის  მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი შტეფან ბრენაიზენი აცხადებს, რომ ზაფხულის სიცხის შეკავების გარდა, მას კიდევ უამრავი დადებითი მხარე აქვს.

ციურიხის უნივერსიტეტის ურბანული ეკოლოგიის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის შტეფან ბრენაიზენის განცხადებით, კლიმატთან ადაპტაციის საკითხს  სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება ითქვას, რომ მწვანე საფარი სახურავზე ერთგვარი ღრუბლის ფუნქციას ასრულებს. ის სინესტეს გამოყოფს, ამიტომ მას როგორც შენობისთვის, ისე მთელი ქალაქისთვის გამაგრილებელი ეფექტი აქვს.

ბრენაიზენი ორქიდეების კვლევებშია ჩართული. ამ ორქიდეებს ასეთი ე.წ. მწვანე სახურავისთვის იყენებენ. როგორც მეცნიერი აღნიშნავს, ქალაქში საკმარისი ადგილებია ასეთი მცენარებისთვის.

წამოწყების საფუძველი 1995 წელს ევროპის ბუნების დაცვის წელი გახდა. დღეს კი ბაზელში ყველაზე მეტი გამწვანებული სახურავია მსოფლიოს მასშტაბით.

უახლესი

სხვა ამბები

ბაზელშიბაზელში
Send this to a friend