მთავარივიდეობავშვთა სიღარიბის პრობლემა ევროპაში

ბავშვთა სიღარიბის პრობლემა ევროპაში

ევროპაში თითქმის ოთხი ბავშვიდან ერთი სიღარიბეში ცხოვრობს. თუმცა ეს პანდემიამდე ხდებოდა, ახლა ვითარება თანდათან უარესდება.

„ევროპის ბავშვთა გარანტიის“ ინიციატივა ევროპაში ბავშვთა სიღარიბის დასრულებას ისახავს მიზნად, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ევროკავშირის ყველა ქვეყნის მთავრობა მოაწერს ხელს.

18 მილიონი ბავშვი ევროპაში სიღარიბისა და სოციალური გარიყვის საფრთხის წინაშე დგას. დიდი ალბათობით, ეს ბავშვები, შეძლებულ თანატოლებთან შედარებით, უფრო ცუდად ისწვალიან სკოლაში, მოზრდილობაში გაუჭირდებათ კარგი სამსახურის პოვნა და  უფრო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ.

ეს მანკიერი წრე რომ დაირღევს, ინიციატივა „ევროპის ბავშვთა გარანტია“  ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფალთ სთხოვს, რომ სიღარიბის რისკის მქონე თითოეული ბავშვი უზრუნველყონ უფასო განათლებითა და მაღალი ხარისხის ჯანდაცვით, რომ ბავშვმა სკოლაში ერთხელ მაინც ისადილოს და მონაწილეობა მიიღოს სკოლის ღონისძიებებში, სპორტის ჩათვლით. ეს ყველაფერი უფასო უნდა იყოს, პლუს ბავშვს უნდა ჰქონდეს ღირსეული საცხოვრებელი პირობები.

გარანტიის ინიციატივა ევროპის სოციალური უფლებების სამოქმედო გეგმას უწყობს ხელს, რომლის მიზანია 2030 წლისთვის სულ მცირე 5 მილიონი ბავშვი იხსნას სიღარიბისგან.

ევრობლოკის წევრ ქვეყნებს სთხოვენ,  გარანტიის ინიციატივას ხელი მოაწერონ და წარმოადგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ მოხდება ამ ვალდებულების შესრულება.

როდესაც მშობელს შვილისთვის აუცილებელი ნივთებისა და სურსათის მიწოდებაც კი უჭირს, ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა. „ევრონიუსი“ კვიპროსში ჩავიდა, სადაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, სახელწოდებით „ჩვილის მზითევი“, ყველაზე ხელმოკლე მშობლებს ეხმარება.

ბავშვთა სიღარიბე კვიპროსზე

კვიპროსის განვითარებად ეკონომიკას ჯანდაცვის კრიზისმა დიდი დარტყმა მიაყენა, ამიტომ სიღარიბის დაძლევამდე ქვეყანას კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. კვიპროსის „სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლი ქსელის“ მიხედვით, ქვეყანაში სამიდან ერთი ბავშვი სიღარიბის რისკის წინაშე დგას. პროექტ „ჩვილის მზითევის“ სოციალური მუშაკი პანაიოტა ამ პრობლემას ყოველდღე ეჯახება.

პანაიოტა, სოცმუშაკი:

„ჩვილის მზითევის“ პროგრამას აფინანსებს როგორც კვიპროსი, ისე „ევროპის დახმარების ფონდი ღარიბებისთვის ევროპაში.“ ამ პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ისეთ ოჯახებს, რომლებსაც 2 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, მატერიალურად უჭირთ და სიღარიბისა და სოციალური გარიყვის პირას დგანან.“

სოფელ ტემვრიაში, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიასთან ახლოს  ცხოვრობენ ჯარისკაცი მარიო და მისი ცოლი კულა, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე ნახევარგანაკვეთზე მუშაობდა. მათი ისედაც მწირი ფინანსური მდგომარეობა  კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, რაც სამი ჩვილი ერთად შეეძინათ. დღეს ისინი გარკვეულ ნივთებს  „ჩვილის მზითევის“ პროექტიდან იღებენ და შედარებით ამოისუნთქეს.

კულა იოანუ, „ჩვილის მზითევის“ ბენეფიციარი:

„ახლა გავქვს საწოლი, ჩვილის აბაზანა და სარწეველა… ეს ცხოვრებას გაგვიადვილებს ჩვენც და ჩვენს შვილებსაც, რომ თავი უფრო კომფორტულად ვიგრძნოთ და ბავშვების მომავალზე აღარ ვიღელვოთ, რადგან ამ პროექტის წყალობით, უკვე გარკვეულ თანხას ვზოგავთ, რაც გამოგვადგება, როცა ბავშვები წამოიზრდებიან“.

ეს პროექტი რთული სოციალური პრობლემების  მოსაგვარებლად შეიქმნა.

პანაიოტა, სოცმუშაკი:

„ბავშვთა სიღარიბე დაფარულია და არ ჩანს, არ არის აშკარა. ამიტომ მეტად უნდა დავეხმაროთ ოჯახებს, რომ მათ ბავშვების საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესონ.“

ჩვილის მზითევის“ ბიუჯეტი 3.6 მილიონი ევროა და იგი, კულას და მარიოს მსგავსად, 2 ათას ოჯახს დაეხმარა. თუმცა ეს ოჯახი გამონაკლისია, რადგან ბენეფიციარებს შორის უმეტესობა მარტოხელა დედა ან ლტოლვილია.

სირიელ ლტოლვილთა ერთ ოჯახი, როდესაც კვიპროსზე ჩამოვიდა, რთულ პირობებეში მოუხდა ცხოვრება. ადელს,  რომელიც მიტანის სერვისით იყო მანამდე დაკავებული, სამუშაოს შოვნა გაუჭირდა. ადელი თავის მეუღლე ჰებასთან და პირველ შვილთან ერთად ცხოვრობდა  ბინაში, რომელშიც სანიტარიული პირობები დაცული არ იყო.

მოჰამედ ადელ ემბაიედი, პროექტ „ჩვილის მზითევის“ ბენეფიციარი:

„ის ნივთები, რომლებიც გადმოგვცეს, ძალიან დაგვეხმარა.  როდესაც არ ვმუშაობდი, ჩემი გოგონასთვის ჩვილის საფენების ყიდვას ვერ ვახერხებდი.“

როდესაც შვილისთვის აუცილებელი პირობები უზრუნველყოფილი იყო, ადელმა ოჯახის საჭიროებებისთვის ფულის დაზოგვა და თავისი პროფესიული სტანდარტების გაუმჯობესებაც  შეძლო. შედეგად,  ადელს და ჰებას ახლა ნორმალური საცხოვრებელი პირობები აქვთ.

ჰება ჰაბაზი, პროექტ „ჩვილის მზითევის“ ბენეფიციარი:

„როდესაც „ჩვილის მზითევმა“ მოგვცა ის,  რაც გვჭირდებოდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ასე ჩვენი ბავშვებიც თავს უკეთ გრძნობენ, რადგან სხვა ბავშვების მსგავსად შეუძლიათ, იცხოვრონ და ყველაფერი ჰქონდეთ, რაც სჭირდებათ. ეს კარგია მათთთვის და მათი მომავლისთვის.“

პროგრამის „ევროპის ბავშვთა გარანტია“ მიზანია, ბავშვებს  განვითარებისთვის აუცილებელ მომსახურებაზე ჰქონდეთ წვდომა.

ლისაბონში შრომის მინისტრმა ანა გოდინჰომ,  რომელიც გარანტიის ინიციატივას უჭერს მხარს, ამ ინიციატივის გეგმებზე ისაუბრა.

ანა მენდეს გოდინიო, პორტუგალიის შრომის, სოლიდარობისა და სოციალური დაცვის მინისტრი:

„ჩვენ გვსურს  შევქმნათ გარანტია, რომ ერთიანი მიდგომა არსებობს ბავშვების სხვადასხვა მოთხოვნილების მიმართ, როგორებიცაა საცხოვრებელი პირობები, განათლება, მათი მოვლა, ჯანდაცვა. რომ თითოეულმა წევრმა ქვეყანამ შექმნას ეროვნული გეგმა, რომელსაც კონკრეტული მიზანი ექნება და შემდეგ  შეუდგეს ხელმოკლე ბავშვების პრობლემების მოგვარებას სხვადასხვა მიმართულებით. მხოლოდ ასე შეგვიძლია, რომ ევროპაში ყველა ბავშვს თანაბარი შესაძლებლობები შევუქმნათ.“

როდესაც გარანტიის ინციატივის ამ მიდგომას ევროსაბჭო დაამტკიცებს, შემდგ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სამოქმედო გეგემები უნდა გაწერონ, იმ იმედით, რომ ბავშვთა სიღარიბეს დაასრულებენ.

მაინც რა უნდა გაკეთდეს, რომ კვიპროსსა და მთელ ევროპაში ბავშვთა სიღარიბე აღმოიფხვრას? ამ საკითხზე „ევრონიუსი“ მთელი ევროპის კონტინენტის მასშტაბით ბავშვზე მზრუნველ ორგანიზაციათა ქსელის  Eurochild-ის გენერალურ მდივან ჯანა ჰეინსვორთს ესაუბრა.“

ნაომი ლოიდი, „ევრონიუსი“: შეგიძლიათ, გვითხრათ, როგორია ვითარება ბავშვთა სიღარიბის კუთხით აქ, ევროპაში?

ჯანა ჰეინსვორთი, Eurochild-ის გენერალური მდივანი:

„ჯერჯერობით მხოლოდ პანდემიამდე არსებული სტატისტიკა გვაქვს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირში ოთხიდან ერთი ბავშვი სიღარიბეში იზრდება, რაც ნამდვილად დრამატული მაჩვენებელია ისეთი მდიდარი რეგიონისთვის, როგორიც ევროპაა.“

ნაომი ლოიდი: პანდემიამ, რასაკვირველია, ბავშვთა სიღარიბე კიდევ უფრო გაამწვავა. რამდენად მძიმეა მდგომარეობა ახალა?

ჯანა ჰეინსვორთი, Eurochild-ის გენერალური მდივანი:

„ჩვენი წევრები მთელი ევროპის მასშტაბით მნიშვნელოვან სიდუხჭირეზე საუბრობენ. სურსათი ბანკებს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. ჩვენ წინაშე დგას უსახლკარო ოჯახების საკითხიც. ეს ყველაფერი ბავშვებზე საკმაოდ დრამატულად აისახება, ბავშვები სოციალურ კონტაქტებსაც კარგავენ. ასეთი მდგომარეობა იმან გამოიწვია, რომ ისინი სკოლაში ვეღარ დადიოდნენ.“

ნაომი ლოიდი: როგორია თქვენი აზრი „ევროპის ბავშვთა გარანტიაზე?

ჯანა ჰაინსვორთი, Eurochild-ის გენერალური მდივანი:

„ევროპის ბავშვთა გარანტიის“ ინიციატივა ძალიან იმედისმომცემი ჩანს. ის საკმაოდ ამბიციურია და, ჩემი აზრით, ნამდვილად აპირებს ბავშვებში ინვესტიციები პრიორიტეტად აქციოს. ჩვენი მთავარი საფიქრალი ის არის, რომ ეს ვალდებულებები ქაღალდზე არ დარჩეს. კარგი მაგალითია ირლანდია, მათ გრძელვადიანი სტრატეგია აქვთ, რომ ბავშვთა სიღარიბე და სოციალური გარიყვა აღმოფხვრან. მათ აქვთ მიზანი. ეს ის ქვეყანაა, სადაც ბავშვთა მინისტრიც ჰყავთ.

რაც შეეხება ამ ღრმა კრიზისიდან გამოსვლას, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ინკლუზიურ გაჯანსაღებაზე და თუ პრიორიტეტად ბავშვებს ვაღიარებთ, ასეთ შემთხვევაში უფრო მდგრად და ინკლუზიურ მომავალს შევქმნით“.

როდესაც „ევროპის ბავშვთა გარანტიის“ ინციატივის მიდგომას ევროსაბჭო დაამტკიცებს, შემდგ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სამოქმედო გეგემები უნდა გაწერონ, იმ იმედით, რომ ბავშვთა სიღარიბეს დაასრულებენ.

ავტორი: ფანი გორე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend