მთავარი ევროპა ლიეტუვა ახალი საზღვარი ლიეტუვასა და ბელარუსს შორის

ახალი საზღვარი ლიეტუვასა და ბელარუსს შორის

ახალი საზღვრის მშენებლობა 41 მილიონი ევრო დაჯდება

ლიეტუვის სასაზღვრო პოლიციის ძალები ბელარუსთან, სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, მავთულხართებს ამაგრებენ.

ეს პროცესი გასულ პარასკევს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევები მეტად გაიზარდა.

ლიეტუვის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით საზღვრის უკანონო კვეთას ბელარუსის ხელისუფლება ახალისებს.

ლიეტუვასა და ბელარუსს შორის ურთიერთობები ბელარუსში 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიძაბა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, დასავლეთის სახელმწიფოები კი ამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ კი საპასუხოდ რეპრესიებს მიმართა.

ლეიტუვამ ბელარუსიდან პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანებისათვის საკუთარი სახელმწიფო საზღვარი გახსნა, ბელარუსს კი ერაყიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მომავალი ადამიანების ლიეტუვაში გადასვლისკენ წახალისებაში ადანაშაულებს.

ახალი სასაზღვრო ინფრასტრუქტურა 550 კილომეტრის სიგრძის იქნება, ლიეტუვასა და ბელარუსს შორის საზღვარი კი 700 კუილომეტრამდე სიგრძის არის. ამ სამუშაოს შესრულება ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით 41 მილიონი ევრო დაჯდება.

ევროკავშირის წარმომადგენელთა თქმით ისინი ლეიტუვას მის ტერიტორიაზე მყოფი დევნილებისათვის შესაბამისი პირობების შექმნაში დახმარებას გაუწევს. ბელარუსსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით 23 მაისს ოპოზიციონერი აქტივისტის დაკავების ფონზე გაფუჭდა.

უახლესი

სხვა ამბები

ლიეტუვალიეტუვა

Send this to a friend