მთავარისაქართველოკელი დეგნანი - ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში,...

კელი დეგნანი – ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს

ყველამ კარგად იცის, ვინ იხდის ამ სახის პრო-კრემლის დეზინფორმაციისთვის და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ლევან ვასაძის კომენტართან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაში აშშ-სა და სხვა ქვეყნების ელჩები დაადანაშაულა.

„ვფიქრობ, ქართველები საკმაოდ ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ იცოდნენ, ვინ დგას ამის უკან, ვინ იხდის ამისთვის“, – აღნიშნა ელჩმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის” ლიდერმა ლევან ვასაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ „დიდი ალბათობით, ლექსო ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ საზოგადოებისთვის „პრაიდის“ დაძალებას, პირველ რიგში მახსენდება ელჩი კელი დეგნანი – არ გაჩუმდა და ქაჯივით ბოლომდე აწვებოდა”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend