მთავარიაზიაისრაელი"დელტა" ვარიანტის შესაჩერებლად ისრაელი ვაქცინის დამატებით დოზებს მიიღებს

“დელტა” ვარიანტის შესაჩერებლად ისრაელი ვაქცინის დამატებით დოზებს მიიღებს

“დელტა” ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, ახალი შეთანხმების მიხედვით, ისრაელი კომპანია „ფაიზერისგან“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით დოზებს აგვისტოს დასაწყისიდან მიიღებს.

ეს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, მოზარდებისა და ბავშვების ვაქცინაციის პროცესი დააჩქაროს.

ისრაელის მოსახლეობის 61 პროცენტს ვაქცინის ერთი დოზა, ხოლო 56 პროცენტს ვაქცინის ორივე დოზა აქვს მიღებული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ მათ კომპანია „ფაიზერთან“ ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ისრაელი მოზარდების ასაცრელად აგვისტოში კორონავირუსის ვაქცინის დამატებით დოზებს მიიღებს. ახალი შეთანხმება საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანაში ვაქცინების უწყვეტი მარაგი იყოს. ნაფტალი ბენეტმა პირობა დადო, რომ ვაქცინა ქვეყანაში ყველასთვის  იქნება ხელმისაწვდომი.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება. ინფიცირებულები ძირითადად აუცრელი მოზარდები და ბავშვები არიან, თუმცა, როგორც წესი, ისინი ვირუსს შედარებით მარტივად უმკლავდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend