მთავარიმსოფლიოდოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „ნუ დამივიწყებ“

დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „ნუ დამივიწყებ“

ფილმი მარტოხელა დედების გაშვილებულ ბავშვებზე მოგვითხრობს

„ნუ დამივიწყებ“ – ასე ჰქვია წარმოშობით კორეელი, დანიელი რეჟისორის, სუნ ჰეე ენგელსტოგტის დოკუმენტურ ფილმს, იმის შესახებ, თუ რამდენად კონსერვატიული კულტურაა სამხრეთ კორეაში, და როგორ ხდებიან მარტოხელა დედები იძულებულნი, რომ ბავშვები გააშვილონ.

ფილმში, სახელწოდებით „ნუ დამივიწყებ“,  ასახულია დედისა და შვილის განშორების უდიდესი ტკივილი და სოციალური უთანასწორობის განცდა. მაყურებელი კარგად ხედავს, თუ რა უშლით ხელს თავად  დანიელ კინორეჟისორსა და ათასობით სხვა კორეელ ნაშვილებ ადამიანს, დაუკავშირდნენ თავიანთ ბიოლოგიურ დედებს.

ფილმის რეჟისორის მიზანი იყო, გაეაზრებინა, თუ რა შეიძლებოდა განეცადა მის ბიოლოგიურ დედას, რომელმაც 1982 წელს ახალდაბადებული შვილი გააშვილა.

როგორც ფილმიდან ვიგებთ, ენგელსტოფტის დედას პირობა ჰქონდა დადებული, რომ იგი შვილს არასდროს მოძებნიდა.

„მე თეთრკანიანთა საზოგადოებაში გავიზარდე, და ყველანაირად ვცდილობდი დანიას მოვრგებოდი, მას, როგორც ჩემს ქვეყანას, ისე აღვიქვამდი. თუმცა მუდმივად მახსენებდნენ, რომ ჩემი ადგილი აქ არ იყო. მახსოვს, პატარა ქალაქში რომ გადავედით, სადაც გავიზარდე და ჩემი ბავშვობის უდიდესი ნაწილი გავატარე, ხალხი მოდიოდა, თმაზე ხელს მკიდებდა, ვინაიდან განსხვავებული თმა მქონდა. მათ აინტერესებდათ, რატომ ვიცოდი დანიური და ვინ იყვნენ ჩემი ნამდვილი მშობლები“, – ჰყვება ფილმის რეჟისორი, სან ჰეე ენგელსტოფტი.

რეჟისორისთვის ამ ფილმის გადაღება დროში მოგზაურობას ჰგავდა. ფილმში ასახული ქალები, მისთვის საკუთარი კორეელი დედის სხვადასხვა ვერსიები იყვნენ.  ენგელსტოფტი კი თითქოს მათი შვილი იყო. ისინი ეკითხებოდნენ, კმაყოფილი იყო თუ არა თავისი ცხოვრებით, მიუხედავად იმისა, რომ გააშვილეს.

„ძალიან ვფრთხილობდი პასუხის გაცემისას. არ მინდოდა ჩემს ნათქვამს რაიმე გავლენა ჰქონოდა მათ გადაწყვეტილებაზე – გააშვილებდნენ თუ არა ბავშვს. მე მხოლოდ იმის თქმა შემეძლო, რომ ჩემი ზრდასრული ცხოვრების უმეტესი ნაწილი დედის ძიებაში გავატარე, დავბრუნდი კორეაში და ვცდილობდი, შემესწავლა ჩემი ის მხარე, რომლისკენაც ასე ძლიერ ვისწრაფვი“, – აცხადებს ენგელსტოფტი.

როდესაც რეჟისორმა გაიაზრა,  თუ რამდენად მტკივნეული იყო დედა-შვილის განშორება, დედის პოვნის იმედი ნელ-ნელა გაუქრა.

„მე მეგონა, რომ ქალი ერთ დღეს იღვიძებს და იღებს გადაწყვეტილებას, „ბავშვს დავიტოვებ“ ან „მე მას გავუშვებ“. თუმცა მივხვდი, რომ ისინი ამ საკითხზე დარდობენ მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში, მშობიარობის დროს და მაშინაც კი, როდესაც ისინი შვილს სცილდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ დედაჩემი ალბათ ამაზე ყოველ დღე ფიქრობს, და ყოველდღე იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ არ დამიკავშირდეს. ვერ წარმომიდგენია, თუ რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ეს.

ძალიან არ მსიამოვნებს, როცა წარმოვიდგენ, რომ  ჯერ გამყიდეს, შემდეგ კი მიყიდეს. გაშვილების სააგენტომ გამყიდა და ჩემმა მშობლებმა ჩემში ფული გადაიხადეს. მინდა, ამის შეცვლა შემეძლოს“, – ჰყვება რეჟისორი.

სამხრეთ კორეას მართავდნენ სამხედრო ლიდერები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ბავშვის გაშვილება დემოკრატიულ დასავლეთთან ურთიერთობის გამყარებისა და მოსახლეობის შემცირების მარტივი გზა იყო.

ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 200 000 სამხრეთკორეელი გააშვილეს თეთრკანიანთა ოჯახებში საზღვარგარეთ, ძირითადად ამერიკასა და ევროპაში.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend