ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფოს ყოფილი ლიდერის, კიმ ილ-სუნგის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად დედაქალაქ ფხენიანის გარეუბანში მდებარე უზარმაზარ სასახლეს ეწვია.
კიმ ჩენ ინთან ერთად მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლების ვინაობამ და თანამდებობებმა დიდი ყურადღება მიიქცია, ვინაიდან ერთი კვირის წინ, პოლიტბიუროს სხდომაზე, ქვეყნის ლიდერმა პარტიის ხელმძღვანელობა მწვავედ გააკრიტიკა.
ლიდერის მიერ მისი თანაპარტიელების კრიტიკის საფუძველი უცნობია.
სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა მედიამ კიმ ილ სუნგის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპეციალური ეთერი ღამის 12 საათზე დაიწყო.
ასეთი ღონისძიებების გაშუქებისას ჩრდილოეთ კორეაში ეს ტიპიური ფორმატია.
ცერემონია კიმ ილ სუნგის გარდაცვალების 27 – წლისთავს მიეძღვნა.
გასულ წელს ცერემონიაზე კიმ ჩენ ინის არ მისვლამ მსოფლიოს მასშტაბით მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მისცა ბიძგი.
წლევანდელ ცერემონიაზე ლიდერის გვერდით მისი ხელისუფლების სამი მთავარი პოლიტიკური ფიგურა კვლავ იდგა: ჯო იონგ ვუნი, ჩო რიონგ ჰაე და კიმ ტოკ ჰუნუ.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ცერემონიამდე საზოგადოებაში 15 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა.