მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში ომისთვის ემზადებიან

ავღანეთში ომისთვის ემზადებიან

ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში მოხალისეები თალიბანთან ბრძოლისათვის ემზადებიან

ავღანური არმია დამოუკიდებლად ბრძოლისათვის ემზადება. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კამპანია ავღანეთში დასასრულს უახლოვდება.

თალიბანი სწრაფი ტემპით იპყრობს რეგიონებს, ავღანეთის არმიის ჯარისკაცები კი შიშობენ, რომ თალიბანს უკან ალ-ყაიდისა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები მოჰყვებიან.

ცნობილი სამხედრო ლიდერის, შაჰ მასუდის, შვილი, აჰმად მასუდი ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლისათვის მოხალისეებს აგროვებს.

„ჩვენ ვიბრძოლებთ დემოკრატიისათვის, ადამიანის უფლებებისათვის, ქალთა უფლებებისათვის და ბევრი სხვა იდეისთვის, რომელიც ჩვენთვის ასე მეტად ძვირფასია. ბოლო 20, 30 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრს მივაღწიეთ და ამ ყველაფერს დაცვა ესაჭიროება“, – აცხადებს აჰმად მასუდი.

საბჭოთა წითელ არმიასთან ბრძოლით სახელგანთქმული მუჯაჰედინი მეომრები სწორედ ავღანეთის ჩრდილოეთიდან არიან წარმოშობით.

მასუდის თქმით, მას უკვე ათასობით მოხალისე მებრძოლი ჰყავს ის და მისი ჯარისკაცები თავდაცვის პირველ ხაზზე არიან:

„ჩვენ თავდაცვის პირველი ხაზი ვართ. ჩვენ ევროპას ვიცავთ. ჩვენ ამ რეგიონს ვიცავთ და მხოლოდ ჩვენი თავისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ ყველას დასაცავად ვაწარმოებთ ომს.“

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი კი მხარეებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს და ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კამპანიას აჯამებს:

„დასავლეთმა უნდა აგვიხსნას თუკი როგორ აღმოჩნდა ისლამური სახელმწიფო ავღანეთში. ეს ორგანიზაცია ავღანეთში ამერიკული ოკუპაციის პირობებში აღმოცენდა. ამერიკის შეერთებული შტატები კი ავღანეთში ექსტრემიზმსა და ტერორიზმს ებრძოდა, ეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კამპანიის წარუმატებლობის დასტურია“, –  აცხადებს ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი.

კატარში, ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებისას კი უკანასკნელი ავღანეთში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე საუბრობს, მიუხედავად ამისა ავღანეთის არმია სამხედრო შეტაკებისათვის ემზადება.

თალიბანი აპრილიდან მოყოლებული ქვეყნის რეგიონების ერთმანეთის მიყოლებით იპყრობს, სწორედ ამ დროს ემთხვევა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება ავღანეთიდან მისი და მოკავშირე სახელმწიფოების, 10 ათასზე მეტი ჯარისკაცის გამოსვლასთან დაკავშირებით.

დასავლეთის სახელმწიფოების ჯარების ავღანეთიდან სრული შემადგენლობით გამოსვლა აგვისტოში დასრულდება.

დედაქალაქ ქაბულში მდებარე საერთაშორისო აეროპორტის დაცვის საკითხი კი ჯერ კიდევ მოლაპარაკებების საგანია.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend