მთავარი აზია ავღანეთი ავღანელი ჯარისკაცები ბრძოლის ველიდან გარბიან

ავღანელი ჯარისკაცები ბრძოლის ველიდან გარბიან

რუსეთის ფედერაცია ავღანეთში ტერორიზმის საფრთხის ზრდაზე საუბრობს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ავღანეთში ტერორისტული ორგანიზაციების მოძლიერების ფონზე უსაფრთხოების მზარდ გამოწვევებზე საუბრობს.

რუსი დიპლომატის თქმით ტაჯიკეთში რუსეთის ფედერაციას სამხედრო ბაზები აქვს, ტაჯიკეთი კი ტაშკენტის პაქტის წევრი სახელმწიფოა და შესაბამისად, აუცილებლობის შემთხვევაში, კოლექტიური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე, რუსეთის ფედერაცია სამხედრო ზომებს მიმართავს.

„ისლამური სახელმწიფო ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონებში მიზანმიმართულად არის კონცენტრირებული. ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილი ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოს ესაზღვრება. ტაჯიკეთის ტერიტორიაზე ასზე მეტი ავღანელი ჯარისკაცი გადავიდა. ჩვენ ტაჯიკეთის მოკავშირე სახელმწიფო ვართ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების საფუძველზე. ჩვენ ტაჯიკეთში სამხედრო ბაზები გვაქვს. ტაჯიკეთზე თავდასხმის შემთხვევაში, ეს თავისთავად, დაუყონებლივ,გახდება ტაშკენტის პაქტის წევრი სახელმწიფოების განხილვის საგანი”,  – აცხადებს სერგეი ლავროვი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი.

პენტაგონი კი ბაგრამის სამხედრო ბაზის ავღანური მხარისათვის გადაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას იცავს.

ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონები კი, ერთმანეთის მიყოლებით. თალიბანის კონტროლის ქვეშ გადადიან.

ავღანელი ჯარისკაცები კი ბრძოლის ნაცვლად მეზობელ სახელმწიფოებში გარბიან.

„ჩვენ ავღანეთის მთავრობასთან შეთანხმებულად ვმოქმედებთ. ჩვენი მუდმივი კონტაქტი გვაქვს როგორც სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე შეიარაღებული ძალების მეთაურობასთან. ბაგრამის სამხედრო ბაზა მეშვიდე და უკანასკნელი სამხედრო ბაზაა, რომელიც ავღანურ მხარეს გადაეცა. სამხედრო ბაზების გადაცემის პროცესი წინასწარ დაგეგმილი განრიგის მიხედვით შედგა, ავღანეთის მთავრობა დეტალურად იყო ინფორმირებული ამ პროცესის შესახებ“, – აცხადებს პენტაგონის პრესმდივანი, ჯონ კირბი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend