პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკოს თავმდჯომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს, 8 ივლისს გაგრძელდება.
პრეზიდენტის მიერ შექმნილმა შესარჩევმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობასთან ერთად ცესკოს წევრობის მსურველი კანდიდატების ნაწილის გამოკითხვაც უნდა დაასრულოს.
გასუბრება დღეს დასრულდება, რის შემდეგაც კანდიდატები პრეზიდენტს წარედგინება. საქართველოს პრეზიდენტი არაუგვიანეს სამ დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი კანდიდატები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს.