ევროკავშირისა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობები იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან შეხვედრის მთავარი თემა. შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა და ოლივერ ვარეიმ ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირის მომავალი წლის საინვესტიციო გეგმაზეც. საუბარი ასევე შეეხო დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადებას, სადაც პარტნიორობის მიზნებს დაამტკიცებენ და მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას.