მთავარისაქართველომედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 4 პირია დაკავებული

მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 4 პირია დაკავებული

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 4 პირი დააკავეს.

ამ დროისთვის, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველების მიერ სულ 7 პირია დაკავებული. უწყების ოფიციალური განცხადებით, გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend