მთავარი გადაცემები კუბი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში მომხდარ ძალადობას გმობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში მომხდარ ძალადობას გმობს

„საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან ძალადობაში მონაწილე პირები გაასამართლონ“, - ნედ პრაისი

კონტრაქციის დასრულების შემდეგ  თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ნედ პრაისი გმობს ძალადობას საქართველოს სამოქალაქო აქტივისტების, საზოგადოების წევრებისა და ჟურნალისტების მიმართ.

ოფიციალურ “ტვიტერზე” პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა გამოაქვეყნა განცხადება. ისინი მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შეშფოთებას  გამოთქვამენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა მოახდინოს აღნიშნული პირების იდენტიფიცირება და დაკავება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის დევიდ კრამერის ინტერვიუ „ამერიკის ხმასთან“.  დევიდ კრამერის აზრით,  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს. იგი  მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობას, რადგან, მიაჩნია, რომ სწორედ მან შეუწყო ხელი სიძულვილის გამომხატველ ჯგუფებს.

მომხდარს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელიც: „დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრება და დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება მათი საქმიანობის შესრულებისას. სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის“,- წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი.

კომენტარი გააკეთა ასევე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა:

„იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მანდატი, ისინი ვერ ასამართლებენ დამნაშავეებს სათანადოდ და ამ გზით ძალადობას უწყობენ ხელს. გასაკვირი არ არის, რომ პოლიციას არ შეეძლო და არ სურდა მსხვერპლის დაცვა“, – წერს ევროპარლამენტარი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend