მთავარიაზიაავღანეთირა ვითარებაა ავღანეთში ამ დროისთვის

რა ვითარებაა ავღანეთში ამ დროისთვის

2001 წელს, ავღანეთში დაწყებული სამხედრო კამპანია დასასრულს უახლოვდება. ომის მიწურულს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოების საელჩოები უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობის მოწმენი არიან.

დიდი ხნით ადრე, ვიდრე ნატოსა და მოკავშირე სახელმწიფოების ჯარისკაცები ავღანეთს დატოვებდნენ, ავღანეთში სამუშაოდ ჩასული დიპლომატები აეროპორტიდან ციხესიმაგრებად ქცეულ საელჩოს შენობებში ვერტმფრენით გადაჰყავდათ.

ქალაქის შუაგულში გამავალი 4 კილომეტრის სიგრძის მარშრუტი ზედმეტად სახიფათოდ იყო მიჩნეული. თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმა ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.

”მწვანე ზონა დედაქალაქ ქაბულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ დედაქალაქის ამ ნაწილისათვის განსაკუთრებული უსაფრთხოების პროტოკოლი გვაქვს დაწესებული. არმიის, პოლიციისა და ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის ნაწილები უზრუნველყოფენ მწვანე ზონის უსაფრთხოებას”, – აცხადებს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, ტარიკ არიანი.

ავღანეთის რაიონები, ერთმანეთის მიყოლებით, თალიბანის კონტროლის ქვეშ გადადიან. ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ავღანელი სამხედრო დაჯგუფებები კი შეტაკებისთვის ემზადებიან.

აგვისტოში, ამერიკული ჯარების გასვლის დასრულების ფონზე, ჰორიზონტზე სამოქალაქო ომის საშიშროება იკვეთება.

ქაბულში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ამჟამად ათას ხუთასამდე დიპლომატი მუშაობს, საერთო ჯამში კი დასაქმებული ოთხი ათასი ადამიანია. ქაბულიდან გასასვლელი ერთადერთი მარშრუტი ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტია, აეროპორტს ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის ჯარები იცავენ.

თალიბანის წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მიზანი ქაბულის სამხედრო გზით დაპყრობა არ არის.

ვაშინგტონში კი ხშირად უთქვამთ, რომ თალიბანის მიერ დედაქალაქზე სამხედრო იერიშის მიტანა, ამ უკანასკნელის საერთაშორისო იზოლაციას გამოიწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend