მთავარი გადაცემები გემო დუბაის მდგრადი მომავლის რეცეპტი

დუბაის მდგრადი მომავლის რეცეპტი

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სურსათის მიწოდების ჯაჭვში 87 პროცენტი იმპორტირებულია. თუმცა აკვაკულტურისა და ჰიდროპონური მეურნეობების საშუალებით შესაძლებელია უფრო მდგრადი ადგილობრივი სასურსათო ინდუსტრიის შექმნა. ეს უფრო გემრიელი კერძების მომზადებასაც შეუწყობს ხელს.

სასტუმრო Atlantis, The Palm-ი ერთ-ერთია იმ სასტუმროებს შორის, რომლებიც  ცდილობენ თავის რესტორნებს ადგილზე  მოწეული პროდუქტი მიაწოდონ.  Atlantis-ის Seafire Steakhouse-ის შეფმზარეული რაიმონდ ვონგი თავის გუნდთან ერთად ცდილობს ადგილობრივი პროდუქტით შექმნას მენიუ.

რაიმონდ ვონგი:

„ჩვენი მიზანია, ხუთი სხვადასხვა ადგილობრივი მომწოდებელი გვყავდეს, რომლებიც Atlantis, The Palm-ის 23-ივე რესტორანს წლის ბოლომდე მოამარაგებენ.“

Seafire Steakhouse-ის მენიუში ნახავთ დუბაიში მოყვანილი სოკოთი დამზადებულ რიზოტოს და  ჭარხლის მარინადით შეზავებული ორაგულის კარპაჩოს.

Atlantis, The Palm-ი ორაგულს ჯაბალ ალიში მდებარე თევზსაშენიდან ყიდულობენ, რომელიც მთელი რეგიონის აკვაკულტურის ინდუსტრიას უწყობს ხელს, რომ  თევზის იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს.

სასტუმროს მწავნილით  ალ ქვოზში  მდებარე Oasis Greens-ისა და  Uns-ის ჰიდროპონური მეურნეობები ამარაგებენ, რომლებშიც პესტიციდებს არ იყენებენ და ტრადიციული სათბურებისაგან განსხვავებით, 90 პროცენტით ნაკლებ წყალს მოიხმარენ.

ადგილობრივი პროდუქტის გემოს საჩვენებლად, ვონგმა „ევრონიუსს“ კარპაჩო მოუმზადა.

კარპაჩოს მოსამზადებლად ვონგმა თევზს კანი გააცალა და ხელით შეამოწმა, სადმე ძვალი ხომ არ დარჩა. შემდეგ მჭრელი დანით მთელ სიგრძეზე ორად გაჭრა. შემდეგ მოამზადა ჭარხლის მარინადი:

„ აქ ჩავყრით ჭარხალს, ცოტა მარილს და დავამატებთ შაქარს. ამ ყველაფერს კარაგად ავთქვეფთ, ისე რომ პიურეს სახე მიიღოს და მერე დავამატებთ ვაშლის წვენს, რომ ცოტა სურნელი მივცეთ“, –  ამბობს ვონგი.

იგი მარინადისთვის მწვანე ვაშლს იყენებს, რადგან წითელი ძალიან ტკბილია. საუკეთესო შედეგის მისაღებად, ორაგული 24 საათის განმავლობაში უნდა გაჩერდეს მარინადში.

კარპაჩოს კიტრის წვენიც სჭირდება, რომელსაც რამდენიმე ახალი კიტრი, ცოტა ნიორი, კოჭა, ლაიმის წვენი და ვაშლის წვენით ამზადებენ. ეს წვენი  კარპაჩოს უნდა დაესხას, რაც ცოტა მომჟავო გემოს მისცემს კერძს.

„რადგან თევზი, განსაკუთრებით ორაგული, ძალიან ფაფუკი  და ცხიმიანია, ეს სიმჟავე უხდება, რომ გემო დააბალანსოს“, – განმარტავას ვონგი.

კერძს ზემოდან  გახუხული არაბული პურის ნაჭრებით ამშვენებენ.

ავტორი:  სარა ჰედლი ჰაიმერსი

უახლესი

სხვა ამბები

დუბაიდუბაი

Send this to a friend