პარლამენტთან დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება ხდება. ადგილზე სამართალდამცველები ავტობუსებით მიიყვანეს.
ტერიტორიაზე მიიტანეს დამატებითი რკინის ჯებირებიც. ამ დროისთვის პოლიციას ქაშუეთთან შეკრებილი პრაიდის მოწინააღმდეგეები და პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეები ცოცხალი ჯაჭვითა და რკინის კონსტრუქციებით შექმნილი კედლით ჰყავს გაყოფილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებისა და სამოქალაქო ჯგუფების მონაწილეობით მდუმარე აქცია მიმდინარეობს. პარალელურად რუსთაველის გამზირზე ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილები არიან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება.