მთავარიკუბირელიგიურმა ჯგუფებმა „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო განცხადება გააკეთეს

რელიგიურმა ჯგუფებმა „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო განცხადება გააკეთეს

სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის გარდა, მარშის გაპროტესტებას აპირებს საპატრიარქოც. ისინი 18 წლამდე ასაკის ბავშვებს მოუწოდებენ,  რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

საპატრიარქოს ფეისბუკგვერდზე ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის სახელით გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 5 ივლისს ჩოხოსანთა საზოგადოება „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მოწყობას გეგმავს. ამ აქციას უერთდებიან ბავშვებიც.

განცხადების ავტორები, რომელთა ასაკი უცნობია, მიმართავენ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, ჯანდაცვის, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, სახალხო დამცველს, ბავშვის უფლებებზე მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანოზაციას, გაეროს ბავშვთა ფონდს, ევროკავშირის ბავშვთა უფლებების კომიტეტს, ელჩებს, რომ დროულად აღკვეთონ მათთვის საზიანო და ხიფათის შემცველი მოქმედებები.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა აღნიშნავს, რომ  განსხვავებული ადამიანის სიძულვილისაკენ მოწოდება ბავშვისთვის სახიფათო და დამღუპველია.

მართლმადიდებულური ეკლესიის გარდა, „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგია სამი რელიგიური ჯგუფი:  მუსლიმთა სამმართველო, იეზიდთა სასულიერო საბჭო და თბილისის დიდი სინაგოგა.  სამივე ორგანიზაციის განცხადება საპატრიარქომ თავის ფეისბუკგვერდზე გააზიარა.

აღსანიშნავია, რომ მუსლიმთა სამმართველოს განცხადება  გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ იძებნებოდა. სოლიდარობის თემი აღნიშნავდა, რომ განცხადება მათი მიმართვის შემდეგ წაშალეს, თუმცა მოგვიანებით ვებგვერდზე მიმართვის ტექსტი კვლავ გამოჩნდა.

ანგლიკანურმა ეკლესიამ კი „თბილისი პრაიდს“ მხარდაჭერა გამოუცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend