ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა რეხვიაშვილი პაციენტებს ვარდისფერი სამედიცინო უნიფორმით ხვდება. ამბობს, რომ ეს მისი საყვარელი ფერია და ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ. 35 წლის ექიმი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ თითქმის ერთი წელია იბრძვის. ამ დროის განმავლობაში თავადაც იყო ინფიცირებული.