37 წლის ვაქცინირებული მაკა ნატროშვილი თბილისის ერთ-ერთ ბავშვთა კლინიკაში გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმია. ის იხსენებს იმ რთულ დღეებს, როცა შემოდგომაზე მათი საავადმყოფო კოვიდკლინიკად გადაკეთდა და უამრავი ინფიცირებული პაციენტი მოჰყავდათ. იგი ფსიქოლოგიურად უკვე მომზადებულია მეოთხე ტალღისთვის, რომელსაც შემოდგომისთვის ელოდებიან.