გერმანული არაკომერციული საზღვაო-სამაშველო ჯგუფი „სი ვოჩი“ (sea watch) შეესწრო ინციდენტს, როგორ მისდევდა და ესროდა ლიბიის სანაპირო დაცვა მიგრანტებით სავსე ნავს. თვითმფრინავიდან გადაღებულ კადრებში ასევე ჩანს, როგორ უახლოვდება სახიფათო დისტანციაზე ლიბიის სანაპირო დაცვის კატარღა ნავს, რომელშიც 20-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, ინციდენტის ადგილას წელს სულ მცირე 723 მიგრანტია დაღუპული.
არაკომერციულმა საზღვაო-სამაშველო ჯგუფმა ლიბიის სანაპირო დაცვა გააკრიტიკა, რადგან მათ თავად დაინახეს, თუ როგორ მისდევდა სროლით სანაპირო დაცვის კატარღა მიგრანტებით სავსე ნავს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპისკენ მიემართებოდა.
„სი ვოჩის“ (Sea Watch) საჰაერო ოპერაციების დირექტორი ფელიქს ვაისი აღნიშნავს, რომ მიგრანტების გადაადგილება უფრო სახიფათო ხდება. მისი თქმით, სანამ მიგრანტები ამ მიდამოებამდე მოვლენ, მათ ერთ-ნახევარი ან 2 დღე წყალში უწევთ ყოფნა. შესაბამისად, ისინი უკვე გადაღლილები არიან და ორგანიზმშიც სითხის ნაკლებობა აქვთ. ამ მანევრებმა კი, შესაძლოა, ადამიანი ადვილად იმსხვერპლოს. ფელიქს ვაისს უკვირს, რომ ინციდენტის დროს არავინ დაღუპულა.
ევროკავშირი ლიბიას გადამზადების კურსებითა და აღჭურვილობით ეხმარება იმ ადამიანების დასაკავებლად, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში ცდილობენ გადასვლას. ამ მარშრუტზე წელს სულ მცირე 723 ადამიანი გარდაიცვალა.