მთავარიევროპასაფრანგეთიგენდერული თანასწორობისთვის მსოფლიო ლიდერები და ქველმოქმედები 40 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

გენდერული თანასწორობისთვის მსოფლიო ლიდერები და ქველმოქმედები 40 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

მსოფლიო ლიდერებმა, ქველმოქმედებმა და სხვა ორგანიზაციებმა პარიზში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე პირობა დადეს, რომ მინიმუმ 40 მილიარდ დოლარს გამოყოფენ  გენდერული თანასწორობის პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან მთელ მსოფლიოში პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსი და მისი მეუღლე მელინდა გეიტსი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის 2 მილიარდ 100 მილიონ დოლარს გამოყოფენ.

,,ბავშვებზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბარიერია, რომელსაც ქალები გენდერულ ძალადობასთან ერთად აწყდებიან. პანდემიამდე ქალების 75% ზრუნავდა შვილებზე, ახლა საშუალოდ 9 საათს ხარჯავენ მათზე. დედებს არ აქვთ დრო, იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე, არ იღებენ კონტრაცეპტივებს. ეს ისტორიული დროა, რომ შევცვალოთ არსებული რეალობა. ჩვენი ფონდიდან გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის 2 მილიარდ 100 მილიონ დოლარს გამოვყოფთ”, – ამბობს ბი გეიტსის მეუღლე მელინდა გეიტსი.

იანდე ბანდა – გაეროს გოგონების განათლების ინიციატივის ჩემპიონი ზამბიაში:

“თქვენ ამბობთ, რომ Covid 19-ის შემდეგ უკეთეს მომავალს გვიქმნით, ჩვენ კი გპასუხობთ: გვაჩვენეთ! თქვენ ამბობთ, რომ შექმნით უფრო მწვანე, უფრო წარმატებულ მომავალს და ჩვენ კვლავ გეუბნებით: გვაჩვენეთ. გვაჩვენეთ გენდერული ტრანსფორმაციული განათლების სისტემები. გვაჩვენეთ განათლება, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, გვაქვს ცოდნა და გვექნება შედეგი, თუ ერთად ვიმუშავებთ.“

ფორუმი თანასწორობის თაობა ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო ფემინისტური ღონისძიებაა. მისი ინიციატორია გაეროს ქალთა ორგანიზაცია. ღონისძიების თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი, მექსიკა, სამოქალაქო საზოგადოება და საქველმოქმედო ორგანიზაციები

ფორუმი 2021 წლის მარტში მეხიკოში გაიხსნა, ხოლო 30 ივნისიდან 2 ივლისამდე პარიზში გაგრძელდება . მასში მონაწილეობას სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend