მთავარიამერიკააშშაშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დონალდ რამსფელდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დონალდ რამსფელდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.  რამსფელდი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე 2001 წელს, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს დაინიშნა. ის ქვეყნის თავდაცვის უწყებას ერაყისა და ავღანეთის ომების დროს ხელმძღვანელობდა. რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, 2001 წლის დეკემბერში მისი ვიზიტისას საფუძველი ჩაეყარა “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას.” ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დონალდ რამსფელდი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend