1969 წლის ზაფხული მუსიკის ისტორიაში ვუდსტოკის მუსიკალური ფესტივალით შევიდა, თუმცა იმავე წელს ნიუ-იორკის ჰარლემის სამეზობლოში „სოულ ფესტივალიც“ გაიმართა. მარკუს გარვის პარკში გამართული კონცერტის კადრები აქამდე არ გასაჯაროებულა. ფესტივალის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება ცნობილმა მუსიკოსმა „ქუესთლავმა“ ითავა.
„1969 წელი მნიშვნელოვანი იყო ფერადკანიანებისთვის. ამ დროს ისინი უკვე თავს სხვანაირად აღიქვამდნენ. ადრე ვინმეს აფრიკელს თუ დაუძახებდი, ეს შეურაცხყოფად ითვლებოდა. ეს დიდი ხანი გრძელდებოდა. დაწყებით კლასში რომ ვიყავი, აფრიკელი სალანღძავი სიტყვა იყო“, – ამბობს ფილმის რეჟისორი და მუსიკოსი ამირ „ქუესთლავ“ თომფსონი.
„სოულ ფესტივალზე“ წარდგნენ ისეთი ცნობილი ფერადკანიანი მუსიკოსები, როგორებიც არიან სტივი უანდერი, ნინა სიმონე, ბი ბი კინგი, გლედის ნაიტი და სლაი ენდ ფემილი სტოუნი.
დოკუმენტური ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა. ფართო საზოგადოებას კი ფილმის ნახვა 2 ივლისიდან შეეძლება.