მთავარიაზიაჩინეთიკომუნიზმის 100 წელი

კომუნიზმის 100 წელი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი კომუნისტური პარტია 1921 წელს დაარსდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიისათვის დაარსებიდან 100 წლისთავის აღნიშვნა პირველ რიგში პარტიის მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება. 1949 წელს სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ, კომუნისტები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას უკვე 70 წელიწადზე მეტია მართავენ.

დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე ძირითადი აქცენტი უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღზევებაზე გაკეთდება, კულტურულ რევოლუციასა და სხვა არცთუ ისე წარმატებულ პოლიტიკურ ნაბიჯებს კი ნაკლები ყურადღება დაეთმობა.

1976 წელს მაო ძედუნის გარდაცვალების შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ერა დაიწყო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ახალმა ლიდერმა დენ ქსიაო პინმა სახელმწიფოს ეკონომიკა თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე გადაიყვანა და შედეგად დღესდღეობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გლობალურ მასშტაბით ამერიკის შეერთებული შტატების კონკურენტია.

დენ ქსიაო პინის მმართველობისას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა, მიუხედავად ამ ეკონომიკური წარმატებისა, დემოკრატიული ღირებულებებისა და ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით წინსვლა არ ყოფილა.

“ჩემი აზრით 100 წლის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ ჩქარი ტემპით განვვითარდით. ჩვენი სახელმწიფო ყოველდღიურად იცვლება და ჩვენ ჩინური სპეციფიკით ვვითარდებით. ჩვენ ნელ-ნელა მსოფლიოს სათავეში ვექცევით”, – ამბობს კომუნისტური პარტიის წევრი დენგ ლაო.

2002 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სათავეში ჰუ ძინტაო მოვიდა და ის ქვეყანას 10 წლის განმავლობაში მართავდა. ჰუ ძინტაოს შემდეგ მართვის სადავეები ამჟამინდელმა ლიდერმა, სი ძინ პინგმა აიღო ხელში.

“კომუნისტური პარტიის გარეშე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არ იარსებებდა. პარტიის მმართველობა ძალიან მნიშვნელოვანია. პარტიის დამსახურებით ჩვენ მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიის სფეროებში ბევრი დახმარება და მხარდაჭერა მივიღეთ”, – ამბობს სტუდენტი დუ ვენ ჯუნი.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი სი ძინ პინგი დიდი ალბათობით კომუნისტური პარტიის მიერ მიზანდასახულ ჩინეთის ეროვნულ განახლებაზე ისაუბრებს. ეს პოლიტიკა ასევე მოიცავს ტაივანის პეკინის კონტროლის ქვეშ მოქცევასაც, რაც სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ომის საშიშროებას ზრდის.

“გზავნილი რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტია საკუთარ მოსახლეობასა და მსოფლიოს უგზავნის გვეუბნება რომ დიდი ცვლილებები და წინსვლა რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ განიცადა, პარტიის დამსახურებით გახდა შესაძლებელი. მთელი ამ წლების განმავლობაში კომუნისტური პარტია მუდამ ზრუნავდა მოქალაქეთა ინტერესებზე”, – ამბობს პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი ვანგ ჯიგაო.

ჩინეთის კომუნისტური პარტია 1921 წელს დაარსდა, პირველი ბელადის, მაო ძედუნის სიკვდილიდან 45 წლის შემდეგ კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკა და არმია მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისას ჩამოუვარდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend