კანადის პოლიციის განცხადებით, უეცარი სიკვდილის ათეულობით შემთხვევა შესაძლოა უკავშირდებოდეს ანომალიურ სიცხეს. ამის გამო კანადის პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, დახურეს სკოლები. არსებობს წყალდიდობის საშიშროება, მთავრობა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ქვეყანაში ბოლო 80 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 46,6 გრადუს ცელსიუსი, ორშაბათს დაფიქსირდა. სიცხე იყო სამშაბათსაც. ქვეყნის ზოგიერთ ადგილას ტემპერატურამ 49 გრადუსამდე მოიმატა.
At 4:20pm, Lytton Climate Station reported 49.5°C, once again, breaking the daily and all-time temperature records for the 3rd straight day. Final numbers and all other temperature records will be posted later this afternoon. #BCStorm pic.twitter.com/jYpvxM0iIy
— ECCC Weather British Columbia (@ECCCWeatherBC) June 29, 2021
კანადის სამეფო პოლიციის ინფორმაციით, 70-მდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი გაუსაძლისი სიცხე იყო. ტემპერატურის მომატების გამო ძირითადად მოხუცებულები დაიღუპნენ. თუმცა პროვინციის მთავარმა გამომძიებელმა ლიზა ლაპოინტემ აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ 230-ზე მეტი ადამიანის უეცარი გარდაცვალების შესახებ შეტყობინება მიიღეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, უკავშირდება თუ არა მათი გარდაცვალება ანომალიურ სიცხეს.
სიცხეებია ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ პორტლენდსა და სიეტლში. შტატების მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, პორტლენდში ტემპერატურა 46 გრადუსამდე ავიდა, სიეტლში კი 42 გრადუსი დაფიქსირდა. ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ ტრამვაის კაბელებიც კი დნება, რის გამოც პორტლენტში სატრანსპორტო სამსახურმა დროებით შეაჩერა მუშაობა.
In case you're wondering why we're canceling service for the day, here's what the heat is doing to our power cables. pic.twitter.com/EqbKUgCJ3K
— Portland Streetcar (@PDXStreetcar) June 27, 2021
ტემპერატურის მომატება მხოლოდ ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტის პრობლემა არ არის. თანამგზავრიდან ახლად გამოგზავნილი ფოტოების მიხედვით, ციმბირშიც სიცხეებია.
კლიმატის ცვლილებების გამო, გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად, სავარაუდოდ, გაიზრდება სითბური ტალღები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტემპერატურის მატება იწვევს დამანგრეველ წყალდიდობებს, ტყის ხანძრებსა და ციმბირის იმ მუდმივად გაყინული ქანების დნობას, რომელიც რუსეთის ორ მესამედს მოიცავს.
ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტსა და ასევე ევროპაში ტემპერატურის რეკორდულად მაღალმა მაჩვენებელმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა სოციალური ქსელი გლობალური დათბობის საშიშროებაზე, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას.
გარემოსდამცველმა აქტივისმა გრეტა თუნბერგმა გამოაქვეყნა ტვიტი, რომელშიც წერს, რომ ადამიანები პლანეტის დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს: „ჩვენი ლიდერები კვლავ ანადგურებენ ჩვენი ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებს და ხსნიან მეტ ნავთობსადენს, რაშიც უამრავ თანხას დებენ“, – წერს ტუნბერგი.
We're destabilizing the planet. Meanwhile our leaders continue to destroy present and future living conditions – opening new pipelines, oilfields and investing fantasy amounts into fossil fuel infrastructure, despite all the beautiful words.#MindTheGap between words and action. https://t.co/TalbTE3DVy
— Greta Thunberg (@GretaThunberg) June 29, 2021