,,დიდი ოცეულის” წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გლობალური ჯანდაცვის, კლიმატური ცვლილებისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ყურადღება მსოფლიოში შიმშილის პრობლემაზე გაამახვილა და პარტნიორ ქვეყნებს ამ პრობლემასთან საერთო ძალით გამკლავებისკენ მოუწოდა.
,, უკეთესი სამყაროს შესაქმენლად, პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველას აქვს საკმარისი საკვები. ამიტომ საჭიროა მსოფლიოში შიმშილის ტენდენციები შვცვალოთ, რომელიც 2014 წლიდან იზრდება და 2030 წლისთვის დაახლოებით 850 მილიონ ადამიანს მიაღწევს. ასევე ვშიშობთ, რომ ეს რიცხვი დაახლოებით 100 მილიონით გაიზრდება პანდემიის გამო. ეს არის ტრაგედია, რომელზეც თვალს ვერ დავხუჭავთ. კვების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია სოციალური ერთიანობისა და ქვეყნებისა და ერების მშვიდობიანი განვითარებისათვის“ – განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა ვაქცინების შედარებით ღარიბი ქვეყნებისთვის მიწოდებაზე და განაცხადა, რომ პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია ვაქცინის დიდი რაოდენობის სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანა იბრძოდეს პანდემიის დასამარცხებლად
,, მნიშვნელოვანია ვისხდეთ ისეთ ქვეყნებთან ერთად როგორიცაა და რუსეთი და ჩინეთი. ეს არ ნიშნავს მოკლევადიან გეოსტრატეგიულ უპირატესობას, ამიტომ ჩვენ ერთად უნდათ ვებრძოლოთ პანდემიას“ – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასიმ.
მატერაში ჩასულ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის იყვნენ აშშ-ის, იაპონიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ინდოეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები. ჩინეთის, ბრაზილიისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას ვიდეო კავშირის საშუალებით ესწრებოდნენ, რუსეთმა და სამხრეთ კორეამ კი შეხვედრაზე მინისტრების მოადგილეები გაგზავნა.
„G20“-ის ქვეყნებზე მსოფლიო შიდა პროდუქტის 80 პროცენტი, მსოფლიო ვაჭრობის 75 პროცენტი და მოსახლეობის 60 პროცენტი მოდის. ექსპერტების შეფასებით, მინისტრების პირადი შეხვედრები განახლება, სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია.