მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოკენსინგტონის სასახლეში პრინცესა დაიანას ძეგლის დადგმა იგეგმება

კენსინგტონის სასახლეში პრინცესა დაიანას ძეგლის დადგმა იგეგმება

პრინცესა დაიანა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წევრი იყო. საერთაშორისო პოპულარობა მან თავისი აქტივიზმით მოიპოვა, თუმცა მედია არანაკლებ იყო დაინტერესებული მისი პირადი ცხოვრებით.

პრინცესა დაიანა ცოლად პრინც ჩარლზს 1981 წელს გაჰყვა. საქორწინო ცერემონიას მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

დაიანა აქტიურად იყო ჩართული, რომ ღარიბი ბავშვების ყოფა გაუმჯობესებულიყო.

იგი ხშირად მოგზაურობდა აფრიკაში. მისი საქველმოქმედო საქმიანობა ასევე უკავშირდებოდა შიდსის ეპიდემიასა და განნაღმვით სამუშაოებს.

წლების განმავლობაში საზოგადოებამ განსაკუთრებით შეიყვარა დაიანა. ბევრს მოსწონდა მისი ფოტოგენურობა და ჩაცმის სტილი.

სამეფო წყვილის რომანტიკული ცხოვრება სკანდალით დასრულდა.

1996 წელს პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა ერთმანეთს დაშორდნენ. ერთი წლის შემდეგ კი უელსის პრინცესის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა.

36 წლის დაიანა პარიზში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისმა მძღოლმა მანქანა გვირაბის კედელს შეაჯახა, როდესაც პაპარაცებისგან თავის არიდებას ცდილობდა. პრინცესის გარდაცვალებას მთელი მსოფლიო გლოვობდა.

წელს კენსინგტონის სასახლეში დაიანას 60 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად ძეგლის დადგმა იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend