მთავარისაქართველო54 დეპუტატს შესაძლოა უფლებამოსილება შეუწყდეს

54 დეპუტატს შესაძლოა უფლებამოსილება შეუწყდეს

სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგში კვლავ დგება

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომელთაც საერთაშორისო პარტნიორები და თავად „ქართული ოცნება“ პარლამენტში შესვლას მრავალი თვის განმავლობაში სთხოვდნენ, შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილების გარეშე დარჩნენ.

დღის წესრიგში, რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულება შემოდის, რომლის თანახმად სხდომების გაცდენის გამო პარლამენტის წევრებს შესაძლოა გარიცხვა, ან ფინანსური სანქციები დაეკისროთ. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მმართველ გუნდს მათი პარლამენტიდან გარიცხვა ახლა არაფერში სჭირდება და ამ საკითხის ჩაგდებას პროგნოზირებენ.

“სასაცილოა ის, რომ ჩვენი ბედი დღეს „ქართული ოცნების“ ხელშია. ანუ, მათ უნდა გადაწყვიტონ ჩვენ დავრჩებით პარლამენტში თუ გაგვრიცხავენ. მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ არის სასიამოვნო მოპარული არჩევნების პირობებში თვითმმარქვია უმრავლესობასთან ერთად ამ დარბაზში მუშაობა. არამგონია „ქართულ ოცნებას“ ჩვენი გარიცხვა ახლა აწყობდეს. ეს იქნება უგუნურება“, – აცხადებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშია“-ს წევრი გიორგი ბოტკოველი.

 

რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში მიზეზს გამოარკვევს. არასაპატიო მიზეზის დადგენის შემთხვევაში დეპუტატების გარიცხვის ან ფინანსური სანქცირების დასკვნას მოამზადებს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი, პარლამენტი მიიღებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სავარაუდოდ, იმ დეპუტატებს რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, გარიცხვა არ ემუქრებათ.

„მას შემდეგ, რაც ძირითადმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა მიიღეს პარლამენტში შემოსვლისა და მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება, მათ მიმართ ეს საკითხი არამგონია დადგეს. თუმცა, რეგლამენტის მიხედვით, მმართველი გუნდი ამ თემაზე ვალდებულების გამო იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს“, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კვლავ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იხელმძღვანელებენ და სესიაზე ჩააგდებენ პარლამენტის იმ 51 ოპოზიციონერი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობაში უკვე ჩაერთვნენ. “ლეიბორისტთა” ლიდერს შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას კი სავარაუდოდ დეპუტატის უფლებამოსილებას შეუწყვეტენ. განხილვები ივლისიდან დაიწყება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend