მთავარისაქართველოპანდემია საქართველოში

პანდემია საქართველოში

საქართველოში კვირის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინების მლნ დოზას ელოდებიან

საქართველოში ვაქცინების დეფიციტია. ქვეყანაში ამ დროისთვის პირველი აცრისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ „სინოვაკის“ ვაქცინაა. თუმცა ამ ვაქცინის დოზებიც უკვე იწურება.
28 ივნისის შუადღის 12 საათის მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულია 254 ათას 737 პირი, რაც წლის ბოლომდე ვაქცინირებულთა სამიზნე ჯგუფის მხოლოდ 15%-ია.

„სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინის ერთ მილიონ დოზას საქართველოში 4 ივლისამდე ელოდებიან.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, ცნობილია ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის ჩამოსვლის თარიღიც, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით კონფიდენციალურია. ასევე ჯერ არ არის დადგენილი, დაიკარგა თუ არა „ასტრაზენეკას“ ვაქცინები საქართველოში, რადგან აუდიტის სამსახურს მოკვლევა ჯერ არ დაუსრულებია.

„აუდიტის სამსახური სწავლობს იმ სავარაუდო ხარვეზებს, რომლებიც, შესაძლოა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იყოს. ასვეე სწავლობს, რამდენად სწორად მართავენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე მარაგს. თუმცა მივიჩნიეთ, რომ მნიშვნელოვანია ქსელის სრული შესწავლა, რათა გაკონტროლებული იყოს ის მარაგი, რომელსაც დღეს ვეძებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

 

ღამის კლუბები ის სექტორია, რომელიც პანდემიის დროს ყველაზე დიდხანს იყო დახურული. სწორედ ამის გამო მთავრობა მათ დახმარებას გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დახმარებაზეა საუბარი.

„ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა. მე ადრეც ვთქვი, რომ მათთან შეხვედრა შედგება, თუმცა არ მინდა, ეს იყოს მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის, რადგან ნამდვილად დაზარალებული ინდუსტრიაა. ჩვენ გვაინტერესებს, კონკრეტულად რა უჭირთ, ასევე რა დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ. მათთან ერთად ვიმუშავებთ უსაფრთხოების ახალ პროტოკოლებზე, რომელთა მეშვეობითაც შევძლებთ, მომავალში ავამოქმედოთ ეს ინდუსტრია“, – ამბობს ნათია თურნავა,  საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

საქართველოში არსებობს ეჭვი, რომ ტურისტთა ნაწილი პისიარტესტის გაყალბებული უარყოფითი პასუხის ან ვაქცინის ყალბი საბუთით კვეთს საზღვარს. ამ მიზეზით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში საზღვარზე განმეორებით პისიარტესტირების ჩატარება სავალდებულოა. ეს რეგულაცია, დიდი ალბათობით, საქართველოშიც დაწესდება.

თუმცა მხოლოდ ეს არ არის. საქართველოში, შესაძლოა,  ევროპის ქვეყნებში არსებული კიდევ ერთი პრაქტიკა გავრცელდეს, რომელიც, პისიარტესტის უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, პირს 72 საათის განმავლობაში ნებისმიერ წვეულებასა თუ ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend