მთავარიევროპასაფრანგეთილონდონის სიმფონიური ორკესტრი საფრანგეთში ექს-ან-პროვანსის ფესტივალში მონაწილეობს

ლონდონის სიმფონიური ორკესტრი საფრანგეთში ექს-ან-პროვანსის ფესტივალში მონაწილეობს

საფრანგეთისა და ბრიტანეთის მთავრობების ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ლონდონის სიმფონიური ორკესტრი, ცნობილი დირიჟორის საიმონ რეტლის ხელმძღვანელობით, 2-დან  – 14 ივლისის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ცნობილ ფრანგულ ფესტივალში და მსმენელის წინაშე ვაგნერის ცნობილი ოპერით  „ტრისტანი და იზოლდა“ წარდგება.

ლონდონის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ცნობილი დირიჟორი საიმონ რეტლი ხელმძღვანელობს და რომელიც  26 ეროვნების ასზე მეტი მუსიკოსისგან შედგება, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმფონიური ორკესტრია ევროპაში. თუმცა ბრექსიტისა და კოვიდის შემდეგ ბრიტანელი დირიჟორი  ორკესტრისა და მუსიკოსებისთვის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

ლონდონის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი საიმონ რეტლი აღნიშნავს, რომ ევროპის სხვა ქვეყნების ორკესტრებისგან განსხვავებით, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრში არ არსებობს ფიქსირებული ხელფასი და მათ მხოლოდ მაშინ უხდიან, როდესაც კონცერტი აქვთ. ამიტომ  ხშირად  სხვა წყაროების მოძიება უწევთ. მისი თქმით, რთული ვითარებაა ისეთ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლება  ფინანსურად არ ეხმარება კულტურის სფეროებს, თუნდაც ისე, როგორც ეს ევროპის სხვა ქვეყნებში ხდება.

 

საფრანგეთისა და ბრიტანეთის მთავრობებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს ნება დართეს, რომ საფრანგეთში გაემგზავროს და მონაწილეობა მიიღოს ექს-ან-პროვანსის ცნობილ  ფესტივალში.

საიმონ რეტლი აცხადებს, რომ პირადად მისთვის და ორკესტრისთვის სასწაულის ტოლფასია ასეთ ფესტივალში მონაწილეობის მიღება და ისეთი ნაწარმოების შესრულება, როგორიცაა ვაგნერის „ტრისტანი და იზოლდა.

ლონდონის სიმფონიური ორკესტრი ვაგნერის შესანიშნავ ოპერას „ტრისტანსა და იზოლდას“ 2 ივლისიდან – 14 ივლისამდე შეასრულებს.

ფესტივალი 25 ივლისამდე გაგრძელდება და მასზე დასწრება მხოლოდ ჯანმრთელობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს შეეძლებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend