მთავარი გადაცემები ბიზნესპლანეტა ტექნოლოგია ულტრაიისფერი სხივების წინააღმდეგ

ტექნოლოგია ულტრაიისფერი სხივების წინააღმდეგ

კოსმოსური ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული აპლიკაციები, რომლებიც უკვე შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, მომავალ ათ წელიწადში ელვის სიწრაფით განვითარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით, მზისგან დამწვრობის რისკი მაღალია, ყოველ წელს მილიონობით ადამიანი მაინც იწვება. რას იტყოდით, რამე გამაფრთხილებელი  საშუალება რომ არსებობდეს? კომპანია Ajuma-ს ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი აპარატი სწორედ ამას აპირებს.  ხელსაწყო, რომელიც კომპანიის დამფუძნებლებმა ჯულიანმა და ანეტმა შექმნეს,  სატელიტისა და სმარტფონის დახმარებით აკვირდება, რამდენ  ულტრაიისფერ სხივს იღებს ადამიანი.

Ajuma-ს თანადამფუძნებელი ჯულიან მაიერ-არნეკი უკვე 15 წელია ოზონს იკვლევს და რადგან მის მეუღლე ანეტს ძალიან მგრძნობიარე კანი აქვს, გადაწყვიტა უკტრაიისფერი სხივების საზომი ხელსაწყო შეექმნა.

ანეტ ბეატრის ბართი, Ajuma-ს თანადამფუძნებელი:

„ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ სატელიტისა და ულტრაიისფერი სხივების მოცულობის შესახებ მონაცემებს და მომხარებელს სანდო რჩევებს ვაძლევთ, მისი კანის ტიპისთვის მზეზე ყოფნა რამდენ ხანს არის რეკომენდებული.“

 
Ajuma გერმანიის კოსმოსური სააგენტოსა და დედამიწის მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“  ბიზნეს-პროექტის მხარდაჭერით სარგებლობს, რომელსაც მომსახურების ფართო სპექტრი აქვს. ანეტმა და ჯულიანიმ 12-თვიანი დამწყები ბიზნესის გადამზადების პროგრამა მიიღეს.


ანეტ ბეატრის ბართი, Ajuma-ს თანადამფუძნებელი:

„კოპერნიკუსის Copernicus აქსელერატორის პროექტი დაგვეხმარა, რომ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ხელსაწყო მისი მენტორის პროგრამისა და კონტაქტების ფართო ქსელის დახმარებით ბაზარზე გაგვეტანა.“

„კოპერნიკუსის აქსელერატორის“ წარმატება რომ უზრუნველყოს, ევროპამ ახლახან ე.წ. CASSINI-ის ინიციატივა წამოიწყო. ამ ინიციატივის ფარგლებში ევროპის კოსმოსური ფონდი ინოვაციების წახალისებას 1 მილიარდი ევროთი აპირებს. ეს პროგრამა ევროპის კოსმოსურ ინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს  სრულად დაეხმარება, რომ ისინი მსოფლიოს წამყვან კომპანიებად გადაიქცნენ.

როგორც „ევრონიუსს“ თავდაცვისა და კოსმოსური ინდუსტრიის საკითხებში ევროკომისარმა მარტინა სინდელარმა აუხსნა, “კასინის ინიციატივას ძალიან მკაფიო მიზანი აქვს – დაეხმაროს დამწყებ ბიზნესს განვითარების სხვადასხვა ფაზაში.“

მარტინა სინდელარი:

„მისი ერთი ნაწილია კოსმოსის ფონდი, რომელიც სტარტაპებს ვენჩურულ კაპიტალს აძლევს. თუმცა ვაპირებთ კონკურსის გამოცხადებასაც, რომელიც ინოვაციური პროდუქციის განვითარებას მისცემს სტიმულს. გარდა ამისა, ბიზნესის ზრდა აქსელერატორის მეშვეობითაც მოხდება და სტარტაპებს მრეწველობასთან დავაკავშირებთ.“

კომპანია Ajuma თავისი ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი მოწყობილობით უკვე ფეხზე დგება. კომპანიამ ახლახან დადო გარიგება, რომლის მიხედვითაც, მისი მოწყობილობა ევროპის წამყვან მაღაზიებში გაიყიდება.

Ajuma-ს თანადამფუძნებელი ანეტ ბეატრის ბართი ამბობს, რომ ისინი  თანამშრომლობენ  ფარმაცევტულ კომპანიებთან და ევროპაში ავტომობილებით მოვაჭრე წამყვან კომპანიებთან.

ავტორი: პოლ ჰაკეტი

უახლესი

სხვა ამბები

00:09:37
00:01:45
00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend