მთავარი ევროპა იტალია იტალიაში მდინარე პოს ბიომრავალფეროვნების განახლების მიზნით 357 მილიონი ევრო დაიხარჯება

იტალიაში მდინარე პოს ბიომრავალფეროვნების განახლების მიზნით 357 მილიონი ევრო დაიხარჯება

იტალია ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც გაერთიანებისაგან ყველაზე დიდ, 200 მილიარდი ევროს მოცულობის  დახმარების პაკეტს მიიღებს. სახსრების დაახლობით 40 პროცენტი კლიმატური საკითხების მოგვარებას მოხმარდება, აქედან 357 მილიონი ევრო იტალიაში ყველაზე დიდი მდინარის პოს ბიომრავალფეროვნების განახლებას მოხმარდება.

ევრონიუსი გაემგზავრა ჩრდილოეთ იტალიაში ყველაზე დიდი მდინარისა და მისი მდიდარი ეკოსისტემის სანახავად, რომლის განახლებასაც გეგმავენ. რამდენიმეწლიანი უგულებელყოფის შემდეგ მდინარე პო, რომელიც იტალიის ინდუსტრიულად ყველაზე დატვირთულ არეალში გადის, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც იტალიის ეკონომიკისთვის, ისე მისი გარემოსთვის.

როგორც პროექტის მენეჯერი ანდრეა აგაპიტო ლუდოვიკი  აღნიშნავს, კლიმატის კრიზისმა მკვეთრი ცვლილებები გამოიწვია წვიმების დროს როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ამ ყველაფერმა კი გარკვეული პრობლემები წარმოქმნა მდინარეზე. მისი თქმით, თუკი ისინი  აღადგენენ მდინარის დინებას, შეიქმნება უზარმაზარი ღრუბელი, რომელიც წვიმების დროს წყალს შეინარჩუნებს და წლის დანარჩენ დროს ეტაპობრივად გაუშვებს. ამ სახით კი შესაძლებელია, რომ აღდგეს ჰიდროგეოლოგიური ციკლი და შემცირდეს რისკები, რომლებიც კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული.

 

განახლების გეგმის მიხედვით, უნდა  მოიხსნას ქვიშის ბარიერები და წყალს დინების საშუალება მიეცეს იქ, სადაც  30 წელიწადზე მეტია არ გადასულა.

მდინარე პოს აუზის ადმინისტრაციის გენერალური დირექტორი  მეუჩიო ბერსელი აღნიშნავს, რომ ისინი აპირებენ, ამოიღონ მცენარეები და მიწის ნაწილი, რომ წყალი წელიწადში რამდენჯერმე იმ ადგილებშიც  შევიდეს, სადაც მრავალი წლის განმავლობაში არ გადასულა. ამ გზით, ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესების მიზნით წინასწარ შერჩეული ადგილები წყლით გაივსება.

ამ ყველაფრით ისარგებლებენ ამ რეგიონში მცხოვრები ადგილობრივებიც. ჯენიფერ ბაჩის ბიზნესი, ტურიზმი იქნება თუ ნავებთან დაკავშირებული მომსახურება, მდინარე პოს უკავშირდება.

ჯენიფერ ბაჩი ადგილობრივი ბიზნესის მფლობელია. მას იმედი აქვს, რომ დამთვალიერებელთა რაოდენობა გაორმაგდება და წელიწადში 2000-ამდე მიაღწევს. ასეთი პატარა დასახლებისთვის ეს რაოდენობა ბევრს ნიშნავს.   ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები მომხმარებლებს სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებენ. შესაბამისად,  უფრო მეტი ადამიანიც მივა. ისინი მოგების გაორმაგებას ელიან.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend