მთავარიაზიაჩინეთიპოლიციამ ჰონგ-კონგში გაზეთი „Apple Daily” დახურა

პოლიციამ ჰონგ-კონგში გაზეთი „Apple Daily” დახურა

ჰონგ-კონგში გაზეთი „ეფლ დეილი“ ეროვნული უსაფრთხოების პოლიციამ დახურა. დაკავებულია მთავარი რედაქტორი ჯიმი ლაი და გაზეთის 5 აღმასრულებელი პირი. პროცესებზე დამკვირვებლების აზრით, ეს რეგიონში თავისუფალი პრესის დასასრულია. რედაქციას სადავო უსაფრთხოების კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ჰონგ-კონგში ყველაზე დიდი პროდემოკრატიული გაზეთის „ეფლ დეილის“ ჟურნალისტებმა გაზეთში მუშაობა იძულებით დაასრულეს. გაზეთში მუშაობა ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების პოლიციის რეიდების გამო შეჩერდა.

 

კრიტიკოსების აზრით, ეს ამ რეგიონში თავისუფალი პრესის დასასრულია. ტაბლოიდის რედაქციას უსაფრთხოების სადავო კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ.

დაკავებულია გაზეთის მთავარი რედაქტორი და 5 აღმასრულებელი პირი. გაზეთის აქტივები და ანგარიშები კი გაყინულია. ჯიმი ლაი, რომელიც აქტივისტი და ამ გაზეთის დამაარსებელია, ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული მოძრაობის სიმბოლოა, რომელიც პრობლემას უქმნის ჰონგ-კონგის პოლიციასა და მთავრობას.

რამდენიმე საათის შემდეგ ჰონგ-კონგის მოსახლეობა უკვე ჩქარობდა, რომ ეყიდა გაზეთის  მილიონიანი ტირაჟის ბოლო ნომერი,  სათაურით „თავისუფლება – ერთ დროს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ახლა კი ფუფუნებაა!“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend