მთავარიბრიუსელის ბიურობრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება

დღეს, 24 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება. ერთმანეთს  ევროკავშირის ქვეყნების მეთაურები და მთავრობის წარმომადგენლები შეხვდებიან. სხვა თემებთან ერთად განსახილველ საკითხებს შორისაა ევროკავშირის თურქეთთან და რუსეთთან ურთიერთობები. დღის წესრიგშია ასევე თურქეთისთვის ლტოლვილთა შესახებ დაფინანსების საკითხი.

ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, დაამტკიცებენ თურქეთისთვის  ფინანსური დახმარების მორიგ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს თურქეთის მიერ ლტოლვილთა შეფარებასა და საბერძნეთიდან მიგრანტების დაბრუნებას. გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მიიღებენ ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ქვეყნების მეთაურები და მთავრობის წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, თურქეთს დახმარება სჭირდება, რადგან ამჟამად ქვეყანაში 3 მილიონი ლტოლვილია. შეხვედრაზე  ასევე განიხილავენ ანკარისთვის მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ორ მხარეს შორის საბაჟო კავშირის განახლებას შეეხება.

 

კარნეგის ფონდის ევროპული ცენტრის წარმომადგენელი მარკ პიერინი ვარაუდობს, რომ ისინი სირიელი ლტოლვილების დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეულ პროგრესს მიაღწევენ. ეს რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, მარკ პიერეინის აზრით, თურქეთის მხარე მათი განხილვისგან თავს იკავებს, მიუხედავად ბოლო დღეების განმავლობაში მათ მიერ გავრცელებული განცხადებებისა,  მაგალითად, საბაჟო კავშირის საკითხი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე რომ უნდა მოგვარდეს. თუმცა, როგორც პიერინი აღნიშნავს,  არსებობს წინაპირობა, რომ კანონი უზენაესია და  ევროპული ბიზნესების წარმომადგენლებს –  ინვესტორებს, ბანკირებსა და თუ სხვებს, თანაბარ პირობებში მოქმედება სურთ.

სამიტზე მხოლოდ თურქეთის საკითხის განხილვას არ აპირებენ. დღის წესრიგში რუსეთთან ურთიერთობებიც დგას. ანკარის მსგავსად, ბოლო რამდენიმე წელია, მოსკოვთანაც დაიძაბა ურთიერთობა. ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი რუსეთთან სარაკეტო თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობს, რაც ევროპაში სტრატეგიული ცვლილების მაუწყებელია.

მარკ პიერინის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილება, რომელიც ნატოს წევრებს, ევროპასა და შეერთებულ შტატებს ავალდებულებს, გადახედონ უსაფრთხოების პოლიტიკას აღმოსავლეთ ხმელთაშუა და შავ ზღვებში. ამის შედეგია შეერთებული შტატების   ახალი საზღვაო ობიექტი და ავიაინფრასტრუქტურა საბერძნეთში. აქედან გამომდინარე, ეს ერთ-ერთი ცვლილებაა რუსეთის ქმედებების საპასუხოდ.

შემსუბუქებული შეზღუდვების ფონზე და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ევროპის ლიდერებს ბრიუსელის დატოვება დადებითი გზავნილით სურთ, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება შეშფოთება კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, რამაც შესაძლოა, ევროპის ეკონომიკის აღდგენაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend