საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირებს, რომელთაც პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პანდემიის დროს დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მიიღეს.
“დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომლებიც ეხება იმ პირებს, რომელთაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება დაახლოებით 245 000 ჩვენი თანამოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე”, -განაცხადა პრემიერმა.