მთავარიSCI-TECHევროპელ გამომგონებელთა დაჯილდოება

ევროპელ გამომგონებელთა დაჯილდოება

შემოქმედი და მოაზროვნე ადამიანების გარეშე ჩვენი საზოგადოება და ეკონომიკა ერთ ადგილზე გაიყინებოდა. წლის გამორჩეულ გამომგონებლებს  ევროპის საპატენტო უწყებამ ახლახან „ევროპის გამომგონებელთა ჯილდო“ გადასცა.

ევროპის გამომგონებელთა ჯილდო რამდენიმე კატეგორიაში გაიცემა, მათ შორისაა მრეწველობა, კვლევა, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და ცხოვრებისეული მიღწევა. წელს  ეს საპატიო ჯილდო გერმანელმა ფიზიკოსმა  კარლ ლეომ აიღო, რომლის გამოგონებაც თითქმის ყველა სმარტფონში დევს.

 
კარლ ლეო, ფიზიკოსი და ევროპის გამომგონებელთა ჯილდოს მფლობელი:

“ყოველთვის ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი. ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩემ ირგვლივ ყველა ტექნიკური მოწყობილობის დაშლა მინდოდა და ჩემმა მშობლებმა „ტექნიკოსი“ შემარქვეს.“

დღეს კი მისი მეტსახელი „ორგანული-ელექტრონიკის პაპია“. ამ ფიზიკოსმა, ინჟინერმა, პროფესორმა და წარმატებულმა მეწარმემ  თავისი გამოგონებებით მთელი ელექტრონული ინდუსტრია თავდაყირა დააყენა.

კარლ ლეო, ფიზიკოსი და ევროპის გამომგონებელთა ჯილდოს მფლობელი:

“როდესაც მუშაობა ორგანულ ნახევარგამტარებზე დავიწყე, მათ  მიიჩნევდნენ ეგზოტიკურ მასალად, რომელიც ფიზიკისთვის ძალიან საინტერესოდ ითვლებოდა. ეს ახალი ფენომენი იყო, მაგრამ არავის სჯეროდა, რომ მათი პრაქტიკაში გამოყენება შესაძლებელი იყო.“

ორგანული ნახევარგამტარები ნახშირბადისაგან მზადდება. ნახშირბადი შეიძლება ფხვნილად ან სითხედ გარდაიქმნას და როდესაც ენერგიით იმუხტება, ბზინავს.  ლეომ მათი ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, როდესაც მცირე რაოდენობით სხვა ნივთიერებები დაამატა  და ერთგვარი კოქტეილი შექმნა.

ეს ისტორიული აღმოჩენა 1998 წელს მოხდა, როდესაც ლეოს ჯგუფმა პირველი ეფექტიანი ორგანული შუქდიოდი OLED-ი შექმნა.

კარლ ლეო, ფიზიკოსი და ევროპის გამომგონებელთა ჯილდოს მფლობელი:

“როდესაც საქმე ორგანულ ნახევარგამტარებს ეხება, ორი პრინციპი მუშაობს. ან მუხტავ  მათ და ისე წარმოქმნი სინათლეს ეკრანისთვის, ან შთანთქავ სინათლეს და ასე ქმნი ელექტრობას მზის პანელის დახმარებით.“

ლეოს შუქდიოდმა OLED-მა  მეტისმეტად გააუმჯობესა ელექტროენერგიის ეფექტიანობა, სიკაშკაშე და ფერთა გამა. სწორედ ამიტომ დღეს ამ შუქდიოდებს თითქმის ყველა სმარტფონში, ტაბლეტში, ტელევიზორის ეკრანსა თუ მზის პანელზე აყენებენ.

კარლ ლეო, ფიზიკოსი და ევროპის გამომგონებელთა ჯილდოს მფლობელი:

“ნამდვილად ბედნიერი ვარ ჩემი მიღწევების გამო, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის თავსატეხებია, რომლებიც ჯერ არ ამოგვიხსნია.“

ოლედის შუქდიოდით და უფრო ეკოლოგიური პლასტმასა, რომელიც ზღვის ფრინველებს დაიცავს…ასეთია წლევანდელი ფინალისტების  გამოგონებები, რომელთა წყალობითაც საზოგადოების კეთილდღეობა და ეკონომიკა უნდა გაუმჯობესდეს.

ავტორი: ანდრეა ბერინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend