მთავარი გადაცემები კუბი ბრიტანეთი უარყოფს რუსეთის მიერ მათი ხომალდის მიმართულებით გამაფრთხილებელ გასროლას

ბრიტანეთი უარყოფს რუსეთის მიერ მათი ხომალდის მიმართულებით გამაფრთხილებელ გასროლას

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ შავ ზღვაში რუსულმა ფლოტმა ბრიტანული გემის მიმართულებით გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

თავდაპირველად რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, რომ რუსულმა სასაზღვრო საპატრულო გემმა ბრიტანული ხომალდის მიმართ გამაფრთხილებლად ისროლა და თვითმფრინავმა Su-24-მა ხომალდის მიერ აღებული გეზის მიმართულებით ბომბები ჩამოყარა.

 
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ მათი გემის, HMS Defender-ის მიმართულებით გასროლა არ მომხდარა.

„HMS Defender-ის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა არ ყოფილა. სამეფო ფლოტის გემი უწყინარ მსვლელობას ატარებდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, საერთაშორისო კანონებთან თანხვედრაში“, — ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ტვიტში.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით გემი ჩვეულ მარშრუტს გადიოდა ოდესიდან საქართველოს მიმართულებით, შავი ზღვის გავლით.

„ამ მარშრუტზე, როგორც სხვა შემთხვევებში, გემი შევიდა საერთაშორისოდ აღიარებულ სატრანსპორტო დერეფანში. მან დერეფანი უსაფრთხოდ დატოვა ბრიტანული დროით 9 საათსა და 45 წუთზე. რუტინულად, რუსული ხომალდები შეფარვით მიჰყვებოდნენ მას. გემის  ეკიპაჟისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მახლობლად წრთვნები მიმდინარეობდა“, — განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ რუსეთში გაერთიანებული სამეფოს საელჩოდან სამხედრო ატაშე დაიბარეს.

ინციდენტი ყირიმის ნახევარკუნძულთან მოხდა, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა და რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის ტერიტორიად აღიარებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend