ანგოლის ეკონომიკის მთავარი გამოწვევა მისი დივერსიფიკაციაა. ამ კუთხით არც რესურსის ნაკლებობაა და არც იდეებისა. ერთ-ერთი ასეთი იდეაა ევკალიპტის სოციალური საწარმო, რომელსაც კომპანია Habitec-ი უდგას სათავეში.
ქალაქ უამბოს გარეუბანში ევკალიპტის ტყეა გაშენებული. ერთ დროს ეს ტყე ბენგელის ისტორიულ რკინიგზაზე მიმავალ ორთქლმავლებს ამარაგებდა შეშით, მაგრამ მერე ეს ფუნქცია დაკარგა. ახლა ანგოლაში ევკალიპტებს ისევ ჭრიან, თუმცა სულ სხვა მიზნით.
ფელისბერტო კაპამბა, კომპანია Habitec-ის ხელმძღვანელი:
„ბენგელის რკინიგზის მთელ სიგრძეზე ეს ევკალიპტებია გაშენებული… ასე რომ, საკმაოდ დიდი მარაგია. ეს რომ რამეში გამოგვეყენებინა, გადავწყვიტეთ, კვლევა ჩაგვეტარებინა, რის შემდეგაც ევკალიპტისგან სკოლის ავეჯის წარმოება გადავწყვიტეთ.“
საწარმოს პრიორიტეტი კოლის ავეჯის წარმოებაა, თუმცა ეს სოციალური საწარმო სხვა სექტორებსაც ამარაგებს, მაგალითად, სოციალურ სახლებს.
გრასიანო პაივა, კომპანია Habitec-ის საოპერაციო დირექტორი:
[br]„გვაქვს კარ-ფანჯრის საწარმოო ხაზი, რომელიც სამშენებლო სექტორს ამარაგებს, როგორც ადგილობრივ, ისე შემოსულ კომპანიებს. მაგიდებითა და ავეჯით ვამარაგებთ რესტორნებსა და სასტუმროებსაც.“
კომპანია Habitec-ი ევკალიპტს ადგილობრივებისაგან იბარებს, კომპანია ტყის მართვაში ეკოლოგიურ მეთოდს იყენებს – როდესაც მზა ავეჯი გაიყიდება, მოჭრილი ევკალიპტის ნაცვლად ახალი ირგვება და ტყე სწრაფად იზრდება.
ფელისბერტო კაპამბა, კომპანია Habitec-ის ხელმძღვანელი:
“წარმოების პარალელურად ტყის გაშენებაც ხდება. ჩვენ ძველ ტყეს საერთოდ არ ვკაფავთ, რადგან ევკალიპტის ახალი ნარგავი სამ, ოთხ და ექვს წელიწადში წარმოებისთვის უკვე ვარგისია.“
კომპანია Habitec-ი ადგილობრივი წარმოებას ახალისებას, რითაც პანდემიის ფონზე ანგოლის ეკონომიკის დივერსიფიცირებას უწყობს ხელს. ეს ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულებას ამცირებს და დასაქმებაც იზრდება. მთავრობა ამ ტიპის საწარმოების განვითარებაზე აკეთებს აქცენტს. კომპანიის თანამშრომლები ამაყობენ თავიანთი საქმით.
ეურიკო მანგონგა, კომპანია Habitec-ის ტექნიკური მუშაკი ამბობს, რომ მისთვის „ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უამრავი კომპანია იხურება, ეს საწარმო კი მუშაობას აგრძელებს. ასეთი ცოტაა. ეს კორონავირუსის შედეგია.“
ლუანდის პროვინცია ზანგოში მდებარე ერთი სკოლა Habitec-ის პროდუქტს მშვენივრად იყენებს. სკოლის დირექტორს აიდინო გონსალვესს პროდუქტი მოწონს, რადგან ის ეროვნული ნაწარმია და თან გამძლე. სკამებით და მერხებით მოწაფეებიც კმაყოფილი არიან.
ვანდირა ნგოლა, მოწაფე ამბობს, რომ მისი მერხი ძალიან მოსახერხებელია: „მსუბუქია და ადვილად შეგიძლია, გადაადგილო. მერხს ჩანთის საკიდიც აქვს,“ – დააზუსტა ნგოლამ.
ეს სკოლა სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს, რადგან ანგოლა მომავლის ეკონომიკას აშენებს.
აიდინო გონსალვესი, საჯარო სკოლის დირექტორი:
„მდგრადი განვითარება რომ გვქონდეს, აუცილებელია, საზოგადოებამ და მეწარმეებმა, საჯარო და კერძო სექტორმა ითანამშრომლონ. თუ ასე გაგრძელდა, დავეხმარებით მცირე ბიზნესს, რომ გადარჩნენ და ემსახურონ თემს, სამეზობლოსა და თავად ქვეყანასაც.“
ავტორი: დამონ ემბლინგი