დუბაის სანაპირო

ბურჯ-ალ-არაბის  სასტუმროსა და ლა მერის  სანაპიროს შორის შეჭრილ კაიტისა და ჯუმეირას  პლაჟებზე სიცოცხლე დუღს.  სანაპიროზე დილით ადრე ვარჯიში და იოგა შესანიშნავი საშუალებაა, რომ დუბაის სანაპიროს სისხლსავსე ცხოვრება შეიგრძნო.

ვარჯიშის შემდეგ ადამიანი მადაზეც მოდის. და სად დანაყრდები უკეთესად, თუ არა იმ სასადილო ფურგონებში, რომლებიც მრავლად გვხვდება  დუბაის სანაპიროზე.


ფიტნესი, საკვები თუ ოჯახური გართობა – აქ ყველაფერია, რაც სულსა და გულს გაუხარდება. „იქს-პარკ ჯუნიორი“  ერთადერთი სათამაშო მოედანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომელიც ბუნების წიაღშია გაშენებული. აქ ბავშვებს შეუძლიათ ნაკადულებზე გადებულ ფიცარნაგებზე ირბინონ, ითამაშონ, დაისვარონ და აქ მოშენებულ ცხოველებსა და ფრინველებს მოეფერონ.


„მე მომწონს, იხვებსა და წიწილებს რომ ვაჭმევ“, – ამბობს პატარა ოქროსთმიანი გოგონა  ნენსი მაკდონალდი.

სანაპიროზე კი  საბავშვო კლუბის „დუბაის მეკობრეები, სერფერები და მაშველები“ ბავშვებს უსაფრთხო სერფინგის გაკვეთილებს უტარებენ, ოკეანის შესახებ ცოდნას უღრმავებენ და ასწავლიან, როგორ დაეხმარონ ადამიანს გასაჭირში.

დუბაის ეს ეკლექტიკური უბანი სავსეა როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის.

ავტორი: ჯეინ ვიზერსპუნი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

დუბაიდუბაი

Send this to a friend