მთავარიევროპაბელარუსიდასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსს სანქციების მორიგი პაკეტი დაუწესეს

დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსს სანქციების მორიგი პაკეტი დაუწესეს

ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაკავების გამო დასავლეთის ქვეყნებმა ბელარუსისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს.

შეზღუდვები შეეხება 96 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. დასავლეთის სამიზნე ასევე გახდა ის სფეროები, რომლებიც უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყაროა ბელარუსისთვის.

დასავლეთის ქვეყნების შეთანხმებული ნაბიჯი მიზნად ისახავს, რომ ბელარუსსა და მათ, ვინც ქვეყნის სათავეშია, ძლიერი დარტყმა მიადგეთ.

დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და კანადა ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ უფრო ამკაცრებენ „რაინეარის“ თვითმფრინავიდან ოპოზიციონერი აქტივისტის დაკავების გამო.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმღვანელი ჯოსეფ ბორელ ფონტელესი აცხადებს, რომ მათ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდ პაკეტი დააწესეს.

 

სანქციები იმ 96 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდება, რომლებიც მონაწილეობდნენ იმ თვითმფრინავის გატაცებაში, რომელშიც რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. მისი თქმით, მათ ასევე შეიმუშავეს მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა შეაჯამა ბელარუსის წინააღმდეგ გამკაცრებული დამოკიდებულება და განაცხადა, რომ ისინი არა მხოლოდ ცალკეულ პირებს დაუწესებენ სანქციებს, არამედ ეკონომიკის იმ სფეროებსაც, რომლებიც მნიშვნელოვანია ლუკაშენკოს რეჟიმისთვის. მათი სურვილია, რომ ლუკაშენკოს მთავრობას ფინანსური პრობლემები შეექმნას.

ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესდება ყველა იმ პროდუქტზე,  რომლებიც უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყაროა, მათ შორისაა ზეთი, თამბაქო თუ პოტაში – ნივთიერება, რომელიც სასუქად გამოიყენება. ბანკებს ევროკავშირიდან ასევე ეკრძალებათ ნებისმიერი სესხისა თუ საინვესტიციო მომსახურების შეთავაზება.

ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი პარტნიორი სოფია საპეგარაინეარის“ თვითმფრინავიდან აიყვანეს და დააპატიმრეს.  იგი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა,  თუმცა თვითმფრინავი იძულებით მინსკში დასვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend